x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ყანსავ ყიფიანი
ყანსავ ყიფიანი


ყანსავ ყიფიანი დიდი სახალხო გმირია, რომელიც ისტორიული პიროვნება იყო და იმდენად დიდი გმირული საქმეებით გამოირჩა, რომ სვანურმა ფოლკლორმაც კი შემოგვინახა. ამბავი შემონახულია საფერხულო ლექსის ფრაგმენტების სახით: "ყანსავ ყიფიანო, უკვდავ-უბერებელო, დაუკოდავ-დაუძლეველო, კარგი ვაჟკაცები მტერს მთაზე ეომებით, ლაჩრები ხევ-ხუვში იმალებიან". ყანსავ ყიფიანი იყო პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მე-17 საუკუნეში, სვანეთში და იყო ამ მხარის ერთ-ერთი ფეოდალი. ცნობილია, რომ მან მცირე რაზმით შეძლო და დაამარცხა იმხანად შემოსეული მტრის - ბალყარელების მრავალრიცხოვანი ჯარი. ამ გმირს სვანური ფერხულიც ეძღვნება. ყანსავ ყიფიანისვე ბრძანებით იქნა გაყვანილი დიდი არხი კერამიკული მილებით, რომლის საშუალებითაც წყალი მიეწოდებოდა ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:



1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0