x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99521
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
ფლუოროზი

ფლუოროზი


ფლუოროზი ენდემური დაავადებაა და აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ სასმელ წყალსა და ნიადაგში ფტორის მაღალი შემცველობის გეოგრაფიულ ზონაში. ხშირად ფლუოოზის ვლინდება იმ რეგიონებში, სადაც მეტალურგიული და ქიმიური საწარმოებით ატმოსფეროს ფტორით დაბინძურება ხდება.

გამოკვლევებით დადგენილია რომ სასმელ წყალში ფტორის 0, 5 მგ/ლ ნაკლები შემცველობა ფლუოროზს არ იწვევს., 0, 8-1, 0 მგ/ლ შემცველობის დროს მოსახლეობის 10-12%-ს შეიძლება აღენიშნებოდეს ფლუოროზის მსუბუქი ფორმა, 1, 0-1, 5 მგ/ლ შემცველობისა ფლუოროზი აღენიშნება მოსახეობის 20-30%-ს, ხოლო სასმელ წყლაში 2, 5 მგ/ლ ფტორის არსებობისას ფლუოროზი აღენიანება ენდემურ რეგიონებში მცხოვრებთა 50%-ზე მეტს. რაც უფრო მაღლია სასმელ წყალში ფტორის შემცველობა მით უფრო მაღალი ფლუოროზის გავრცელბა და ინტენსიურობა.

ცნობილია, რომ ფტორი ბავშვების ორგანიზმში უფრო დიდი რაოდოენობით რჩება, ვიდრე მოზრილებში. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ილექება ძვლებში, კბილებში, პარენქიმულ ორგანოებში, ორგანიზმიდან იგი შარდისა და ფეკალიების მასების საშუალებით გამოიყოფა.


ფლუოროზის განვითრების ზუსტი მექანიზმი დრეისათვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, თუმცა, ითვლება რომ ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მოხვედრილი ფტორი ზეგავლენას ახდენს ენამელობლასტებზე და იწვევს მინანქრის არასრულფასოვან ფორმირებას. ის ამცირებს ფოსფატაზურ აქტივობას და აფერხებს მინერალიზაციას. ამასთნავე, დადგენილია, რომ დიდი დოზებით ადგილობრივი და პერორალური მიღების შემთხვევში, ფტორი სწრაფად ხვდება სისხლში, ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ბლოკირებას და მოქმედებს მის აქტივობაზე.

ფლუოროზით ძირითდად ზიანდება მუდმივი კბილები, იშვიათად დროებითები, დაავადება უმეტესად ვლინდება ზედა ყბის საჭრელებზე და პრემოლარებზე, იშვიათდ- ქვედა ყბის საჭრელებსა და მოლარებზე.

დაზიანების უბანში კბილის მინანქარი ხდება მქრქალი, უსიცოცხლო და უფერული, რაც აიხსნება მინანქრის ამ უბანში სინათლის სხივის გარდატეხვის დამახასიათბელი თავისებურებით- განპირობებული ფტორის ქორნიკური ინტოქსიკაციის ფონზე განვითრებული მინანქრის დარღველი სტრუქტურით.

ენდემური ფლუოროზით კბილის ქსოვილთა დაზიანებები სიმძმის მიხევით იყოფა კლინიკუ ფრომებად:

1.შტრიხოვანი ფორმა ხასიათდება მცირე ზომის ძნელა სარჩევი ცარცისებრი ზოლებით, რომლებიც განლაგებულია მინანქრის ზედაპირქვეშ ფენაში. ფლუოროსი ეს მსუბუქი ფორმა უმეტესა ზედა ყბის ფრონტალური კბილბის მინანაქარზე გვხვდება. ზოლების შეფერილობის ინტენსიობა კბილის ცენტრიდან პერიფერიისკენ მიმართულებით კლებულობს და შუმჩნევლად გადადის მინანქრის ნორმლურ ფერში.

2.ლაქოვანი ფორმა ვლინდება კბილის გვირგვინის სხვადსხვა უბნებში განლაგენული ცარცისებრი ლაქების სახით. ლაქების ინტენსიობა თანდათნ მცირდება და საბოლოოდ ქრება ცენტრიდან პერიფერიისაკენ მიმართულებით. ლაქოვან უბნებში კბილის მინანქრის ზედაპირი ჩეულებრივ გლუვი და ბზინვარეა, რაც ფლუოროზის ამ ფორმისათსი არის დამახასიათებელი.

3.ცარცისებრ-წინქწკლოვანი ფრომა თვსის კლინიკური გამოვლინების მრავალფეროვნებით ხასიათდება. კერძოდ, შიძლება გამოვლინდეს თეთრი ბზინვარე და მქრქალი ლაქების სახით, ბაციდან მუქ ყავისფრამდე შეფერილობის პიგმენტირებული უბნებით რომლებიც ჩვეულებრივ ფრონტალური კბილები ვესტიბულურ ზედაპირზეა ხოლმე განლაგებული.

4.ეროზიული ფორმა ხასიათდება კბილის გვირგინის დეფეტების, ანუ ეროზიების წარმოქნით. ცარცისებრო შეფერილობის მინანქარზე თუნდაც ერთი ეროზიის არსებობა მეტყველებს ფლუოროზის უფრო მძიმე ხარისხის არსებობაზე. ეროზიის დროს უმეტესად აღინიშნება მინანქრისა და დენტინის გამოხატული ცვეთა.

5. დესტრუქციული ფორმის არსებობა დამახასიათბელია იმ რეგიონებისთვის, სადაც სასმელ წყალში ფტორის შემცველობა 10-12მგ/ლ-ს აღმატება. ამ დროს ადგილი აქვს მიმნანქრის სტრუქტურის დარღვევას და მაგარი ქსოვილების სწრაფ ცვეთას.ხშირად აღინიშება კბილის გატეხვის ფაქტი, თუმცა, კბილის ღრუს გახნის გარეშე, რაც მონაცვლეობითი დენტინის სწრაფი წარმოქმნით აიხსნება.

ფლუოროზის პროფილაქტიკის ჩატარება შეიძლბე აროგორც ცენტრალიზებულად, ისე ინდივიდუალურად. ცენტრალიზებულ ღონისძიებებში შედის სასმელი წყლის შეცვლა ან ფტორის კონცენტრაციის შემცირება ორი ყალის შერევის ხარჯზე.

ინდივიდუალური ღონისძიებების რეალიზაცაი საჭიროა დაიწყოს ბავშვის დბადებისთნავე, რაც გულისხმობს ბავშვის, შეძლებისადაგვარად ბუნებრივ კვებაზე გაზრდას და დამატებითი საკვების შედარებით მოზრდილი ასაკიდან დანიშვნას. თუ ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე წყალი აუცილებელია შეივალოს რძით და ხილის წვენით, ამასთავანავე საკვები მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, ასევე აღსანიშნავია რომ არსებობს წყლის დეფტორირების მეთოდებიც, რაც გულისხმობს სასმელი წყლის გაყინვას, ადუღებას ან წყლის გაფიტვრას მაგნიუმის ოქსიდის საშუალებით.

ფლუროროზის მკურნალობა დამოკიდებულია პათოლოგიიური პროცესის გავრცელებასა და კბილების დაზიანების ხარისხზე. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, კბილის ქსოვილთა მინერალიზაციისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, დაზიანებულ კბილთა ფრომის და ფერის რესტავრაციისკენ.



0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0