x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99516
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461949
შეგრენის სინდრომი
შეგრენის სინდრომი

1933 წელს შვედმა ოფთალმოლოგმა ჰენრიკ შეგრენმა აღწერა სინდრომი, რომელიც მშრალ კერატოკონიუქტივიტად მოიხსენია, მოგვიანებით სინდრომს შეგრენის სახელი ეწოდა.

შეგრენის სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, დაავადებულთა უმეტესობა ქალია, რომლებშიც უმეტესად კლიმაქსის პერიოდში ან მის შემდეგ გვხვდება. ზოგჯერ უკავშირდებ ასხვა დაავადებებს როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და მგლური.

შეგრენის სინდრომის განვითარების მიზეზი უცნობია. შესაძლოა მასზე გავლენას ახდენს ვირუსი ან ბაქტერია. რომლებიც ააქტივებს ადამიანის ორგანიზმში არსებული დაავადებისაკენ მიდრეკი გენს. რომლის დროსაც იმუნური სისტემა პირველ რიგში აზიანებს ლორწოს წარმომქმნელ ჯირკვლებს თვალებისა და პირის ღრუს არეებში, რომელიც განაპირობებს ცრემლისა და ნეწყვის გამოყოფის დაქვეითებას, შესაძლებელია დაზიანდეს ორგანიძმის სხვა ნაწილებიც, მაგალითად სახსრები, ფარისებრი ჯირკვალი, თირკმლები, ღვიძლი, ფიტვები კანი და ნერვები.


ხელშემწყობი ფაქტორები:

გენეტიკური ფაქტორი-ოჯახებში ავტოიმუნური დარღვევების მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია შეგრენის სინდრომის გენეტიკურ მიდრეკილებასთან. პაციენტებში ლეიკოციტების ანტიგენის HLA-D და HLA-DQ გენის რეგიონების პოლიმორფიზმზე ჩატარებულმა კვლევები აცვენებს სინდრომის დიფერენცირებულ მგრძნობელობას, აიტოანტისხეულების წარმოქმნის სხვადასხვა ტიპების გამო.

ჰორმონალური ფაქტორი-ვინაიდან შეგრენის სინდრომი 90% ვლინდება ქალებში, სქესობრივი ჰორმონები, განსაკუთრებით ესტროგენი, გავლენას ახდენს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნურ რეაქციაზე.ზოგადად, ანდროგენები განიხილება აუტოიმუნური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად.

მიკროქიმერიზმის ფაქტორი-ნაყოფის უჯრედების მიკროქიმერიზმა შეძლება გამოიწვიოს აუტოიმუნობა იმ ქალებში, რომლეიც ადრე ორსულები იყვნენ. მიკროქიმერიზმის საშუალებით აუტოიმუნური პოტენციალის გამომუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს აუტიმუნური დუმილის ფორმიდან გამოსვლა.

გარემო ფატორი-ვირუსულმა ცილებმა, ჩართულმა მოლეკულებმა ან დეგრადირებულმა თვითმმართველებმა შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური მოქმედება. ეიშტენ-ბარის ვირუსი, ჰეპატიტები და ადამიანის ტ-უჯრედები ყველაზე გავრცელებეული ინფექციური აგენტებია შეგრენის სინდრომის განვითარებაში.

სიპტომები:

1.თვალის სიმშრალე-ქსეროფთალმია;

2.თვალების წვის, ქავილის ან ქვიშიანობი შეგრნება;

3. თვალის ტკივილი;

4.სინათლის მიმართ მგრძნობელობა;

5.სიწითლე თვალების დაღლილობა, ტკივილი;

6.მხედველობის დაბინდვა.

პირის ღრუს სიმშრალე-ქსეროსტომია დაავადებული გრძნობს თითქოს პირი სავსე აქვს ბამბებით, რაც აზნელებს ყლაპვას, საუბარს, ღეჭვას და ვითარდება კბილბის პროგრესირებადი კარიესი.

დიაგნოზის დასმა ხდება შემეგი სამიძირითადი ნიშნიდან მინიმუმ ორის არსებობისა: ქსეროფთალმია, ქსეროსტომი და აუტოიმუნური დაავადება.

შეგრენის სინდრომის მკურნალობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დაზიანებული ჯირკვლებისა და რეების მკურნალობას.მათი ანთების თავიდან აცილებას. სამწუხაროდ დაავადება ქრონიკულია, მისგან განკურნება შეუძლებელი. თAვლის სიმშრალის წინააღმდეგ მოწოდებულია ხელოვნური ცრემლი, თAვლის დამატნაინებელი საშუალებები, რომელთა გამოყენება ამცირებს სიმშრალეს. პირის ღრუს სიმშრალის დროს რეკომენდირებულიასითხის მიღება, ოAთხში ჰაერის დატენიანება, პირის ღრუს სათანადო მოვლა. ინფექციური გართულებების შემთხვევაში ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია.აუცილებელია ოფთალმოლოგებისა და სტომატოლოგების სისტემატიური მეთვალყურეობა. მკურნალობა ძირითადად მიმართულია გამოვლენილი სიპტმების შემსუბუქებისკენ.



0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0