x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
"ვინც მას ხელი დაადო, ყველა იმ ნაძირალას ვუცხადებ ომს, პირადს და არამარტო"- ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სრულ თანადგომას უცხადებს, გვარამის თქმით, ვინც ხაბეიშვილს ხელი დაადო, ის ყველა მათგანს დღეიდან ომს უცხადებს: " Levan Khabeishvili ამ ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდა პოლიტიკოსი და ერთერთი ყველაზე ნათელი სახეა - პატრიოტი, წესიერი, მებრძოლი და მშრომელი. ჩემი მეგობარია და ვამაყობ მისით, როგორც მეგობარი და როგორც მისი ამომრჩეველი.. ვინც მას ხელი დაადო, ყველა იმ ნაძირალას ვუცხადებ ომს. პირადს და არამარტო. მალე დაგამთავრებთ, ოღონდ, ნუ გეშინიათ, არ გცემთ ათი ერთზე ფორმატში, ნაბიჭვრებო! კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით! აუცილებლად!"- დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. შეგახსენეთ, რომ დღეს ხმაური იყო თბილისის საკრებულოში. სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.




0
325
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
325