x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ისტორიული ცხოვრება და ადამიანი
ყველა თავის ისტორიას ქმნის და ამ ყველა ისტორიას თავისი ავტორი და სახელი აქვს.

ეს ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია

ზოგი მშვენიერია, ტკივილით და მწუხარებით სავსე, სიყვარულით, ბედნიერებით აღსავსე.

ყველაფერს ასე, რომ ვთქვათ თავის მინუს პლიუსი აქვს, ისტორიებსაც კი...


ადამიანები, ხშირად ერთმანეთს ვუთხრობთ ამბებს დიდი მონდომებით ზოგჯერ თავგადასავლებზეც კი ვსაუბრობთ რომელიც ოდესღაც თავს გადაგხვდენია...

რაიმე კარგი მოგონება მაგრამ დაკვირვებული ვარ ცუდს ადამიანები არასდროს იხსენებენ.

თითქოსდა შიში იპყრობთ ეშინიათ, რომ ის რთული დღეები ისევ არ დაბრუნდეს უკან, ეს ჩრდილი რომელიც ჩამოიშორეს ისევ არ შეუჩნდეთ ისევ არ ღვარონ ცრემლი და არ დაიტირონ ვინმე.

ადამიანები ცდილობენ, თვითონ მართონ ცხოვრება მაგრამ ასე არ არის, ცხივრება მართავს ადამიანებს და მიჰყავს იმ გზით საითაც საჭიროა.

ადამიანი ძლიერი არსებაა, უფროსწორად ქვაა რომელიც არ ტყდება.

დამიჯერეთ ამას გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, ცხოვრება ეკლიანი გზაა, სიარულისას ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უხეშად გერჭობა ფეხის თითებზე მაგრამ ითმენ ამ პატარა და თითქოს უმნიშვნელო დეტალს მაგრამ ცხოვრების ნახევარს, რომ გაივლი შემდეგ მიხვდები, რომ ეს გამოცდა იყო წვრილი და უმნიშვნელო დეტალებით.

ცხოვრება, არჩევანია კარგსა და ცუდს შორის, ბედისწერა კარგი ან ცუდი დასასრულით...

ზოგჯერ ცხოვრება გაფურჩქნულ ვარდს გავს

რომელიც მშვენიერი გვეჩვენება, უეცრად კი დამჭნკარ ყვავილად წარმოგვიდგება

რთულია ისაუბრო ადამიანებზე, ცხოვრებაზე და სამყაროზე რადგან ამ თემას ბოლომდე ვერ ამოწურავ.სწორედაც იმიტომ, რომ ცხოვრება, ადამიანი, სამყარო აწმყოა ე.ი ეს სამივე ამ წუთას არსებობს და ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალში. ..

ყოველდღიურობასთან შეხებით ვაკეთებთ დასკვნებს იმ ყოველდღიურობასთან რომელსაც ჩვენი თვალით ვხედავთ.

და ეს ყოველდღიურობა მოსაბეზრებელია იმიტომ, რომ ირგვლივ კარგი არაფერი ხდებაimage

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0