x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ნაბიჯი გამარჯვებისაკენ კორონავირუსის დამარცხების გზაზე, ექიმებმა შესძლეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალის განკურნება

image მოგეხსენებათ ამ დღებში პირველად გამოჩნდა ახალი ვირუსი, რომელიც რესპირატორული ვირუსების არცერთ ტიპს არ მიეკუთვნება და თითოეული გამოვლენილი შემთხვევა ჯერჯერობით ლეტალური აღმოჩნდა, საუბარია მძიმე ფორმაში გადასული ვირუსის მქონე მქონე ადამიანებზე.
თავად ჩინელმა მეცნიერებმა კი განაცხადეს, რომ ვირუსი გადამდებია და ერთერთ ქალაქში, სადაც პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი კარანტინი გამოცხადდა.
საუბარია ქალაქ უხანზე, რომელიც ჰუბეის პროვინციაშია.
დღეს კი სასიამოვნო და იმედისმომცემი ინფორმაცია გავრცელდა, ამ დაავადების დაფიქსირების დღიდან პირველად იქნა დაფიქსირებული შემთხვევა როცა ექიმებმა კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტი განკურნეს.
56 წლის ქალი კორონავირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ უხანიდან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მეხუთე დღეს უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს შანხაის კლინიკაში, სადაც პაციენტს ტესტების ჩატარების შემდეგ ინტენსიური მკურნალობა ჩაუტარდა.
რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი კონტაქტური გახდა და გამოჯანმრთელება დაიწყო. გუშინ ჩატარებულმა ტესტებმა და კვლევებმა კი დაადასტურა, რომ პაციენტი სრულადაა განკურნებული.
კორონავირუსია დაავადება, რომელიც პნევმონიის ურთულესი ფორმის განვითარებას უწყობს ხელს ძალიან სწრაფი ტემპებით.
ამ ეტაპზე აღნიშნული დაავადება ჩინეთის გარდა რამდენიმ ე ქვეყანაში იქნა დაფიქსირებული, მათ შორის აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, იაპონიაში და ავსტრალიაშიც კი.
იმედია შანხაის კლინიკის სამედიცინო პერსონალი მკურნალობისას გამოყენებული მედიკამენტების და მკურნალობის მეთოდებს საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციას გაუზიარებს და მეთოდი და მედიკამენტები სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.


0
323
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
323