x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქალკიოპე - კოლხეთის პრინცესა
ქალკიოპე - კოლხეთის პრინცესა


ქალკიოპე, ან ხალკიოპე (Chalciope) იყო აიეტის ასული, მედეას და, ფრიქსეს მეუღლე, კეთილი ქალი, მზრუნველი და და დედა, რომელმაც შვა 4 კოლხი პრინცი: არგოსი, მელასი, ფრონტისი და კიტისორე. ფრიქსემ ოქროს საწმისი უსაჩუქრა აიეტს, ხოლო აიეტმა ფრიქსეს ქალკიოპე მიათხოვა. აპ. როდ. არგ. 2, 1169; 3, 248...; სხვა ვერსიებით ფრიქსეს ცოლია აიეტის ასული იოფოსა, ან ევენია, ზედწოდებით ქალკიოპე. საბოლოოდ ხალკიოპეს ქმარი, ფრიქსე აიეტმა მოკლა, ვინაიდან დაუჯერა წინასწარმეტყველს, რომელმაც გააფრთხილა, რომ სტუმარი მოკლავდა.


ქალკიოპე და ფრიქსე


ამ ამბის შემდეგ ფრიქსეს შვილები კოლხეთიდან სასწრაფოდ წავიდნენ, ზღვაში იღუპებოდნენ და სწორედ ამ დროს მოუსწრო იაზონმა და არგონავტებმა, რომლებიც არგოთი მოდიოდნენ კოლხეთისაკენ. იაზონმა გადასხა ისინი თავის ხომალდზე. კოლხეთის მადლიერმა უფლისწულებმა კოლხეთში ჩასულ არგონავტებს გადაამალინეს არგო, მივიდნენ დედასთან, ქალკიოპესთან და ყველაფერი უამბეს, უთხრეს ისიც, რომ არგონავტები მოსულები იყვნენ უდიდესი განძის, ოქროს საწმისის წასაღებად. ქალკიოპემ კი ეს ყველაფერი მედეას უამბო და ამ საქმეში დახმარება სთხოვა.



კრებულები:



1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0