x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99517
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461950
რუსი კომიკოსი ქრისტეზე და მარიამზე მკრეხელური ხუმრობების გამო ქვეყნიდან გაიქცა
image

სტენდაპ-კომიკოსი ალექსანდრე დოლგოპოლოვი გაიქცა რუსეთიდან უკვე მისცა პირველი საზღვარგარეთული ინტერვიუ ისრაელში, ის დარწმუნებულია, რომ მასზე ნადირობენ და აღარ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.


სამართალდამცავები ალექსანდრე დოლგოპოლოვით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც ქალაქ ორეხოვო ზუევოდან კომიკოსზე შევიდა საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ კომიკოსმა შეურაცხყო მორწმუნეები, საუბარია მის იუმორისტულ სოლო კონცერტზე "Новый час шуток"(ხუმრობის ახალი საათი), რომლის ჩანაწერიც You Tube-ზე დევს და 2, 8 მილიონი ნახვა აქვს.სტენდაპ კომიკოსი საკმაოდ უხეშად ხუმრობს იესოზე და წმინდა მარიამზე:


"რა დაარქვი ბავშვს? რა თქმა უნდა ბოგდანი....ღვთისგან ნაჩუქარი ბავშვი..მე გაოცებული ვარ იმით, რომ იესოს არ დაარქვეს ბოდგანი..თუ რეალურად ვიმსჯელებთ იესო, ეს არის ყველა (на х...) ბოგდანი..ესე არ არის? წმ.მარიამმა იჟიმავა..მე ასე ვთვლი..როგორ დაფეხმძიმდა? დაფეხმძიმდა ღმერთისგან და მას დაარქვეს იესო...ბლიაად" და ა.შ.



image


ამავდროულად, თავად კომიკოსი აღნიშნავს, რომ "ახლა მასზე მთელი სახელმწიფო ნადირობს". მან დასძინა, რომ ”რუსეთი კვლავ სიგიჟის ძირგავარდნილი უფსკრულის გზას ადგას.”

”ეტყობა პუტინმა ნახა ჩემო გამოსვლა და აუშვა თავის ჯაჭვზე გამობმული ძაღლები, რათა ყველა დეტალური ინფორმაცია იყონოსონ ჩემს შესახებ ... ცხადია, კარგი არაფერი უნდა იყოს მოსალოდნელი."


თავად იურისტებისთვის კი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი გაქცევა.ისინი ირწმუნებიან, რომ - ეს არის სტანდარტული პროცედურა და არ არის საუბარი სისხლის სამართლის საქმეზე. მაშინაც კი, თუ კომიკოსს დამნაშავედ ცნობდნენ, მაქსიმუმი რაც იქნებოდა-ეს ჯარიმის გადახდა იყო.


ამასობაში კი დოლგოპოლოვის ვიდეოჩანწერების ნახვები გეომეტრიული სისწრაფით იზრდება.

2
497
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
497
  
30 იანვარი, 10:44
რას არ იზამს კაცი, იუთუბზე პოპულარობისთვის(
25 იანვარი, 22:28
მკრეხელურად ხუმრობს
0 1 2