x
image
Yoona
Mediator image
ვბრაზდებით, როცა პარტნიორისგან ნაკლებ ყურადღებას ვიღებთ: როგორ ვქმნით პრობლემებს ურთიერთობაში
როცა შეყვარებული წყვილი ჩხუბობს, ყველას ერთი მთავარი კითხვა აწუხებს: „ვინაა დამნაშავე?“ ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორი არც თუ ისე კარგ დამოკიდებულებაში დავადანაშაულოთ. სჯობს საკუთარ თავს ჰკითხოთ, იქნებ ეს თქვენი ბრალია? პროფესიონალი ფსიქოლოგები სხვადასხვა ნიშნებს ასახელებენ, რამაც უნდა მიგანიშნოთ, რომ ურთიერთობაში პრობლემებს თავად ქმნით.


image

სამსახური თქვენთვის პრიორიტეტულია

თუ სამსახური მუდმივ პარტნიორზე უფრო მნიშვნელოვანია, სჯობს პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გადახედოთ, გირჩევენ ფსიქოლოგები. სჯობს ამ პრობლემის მოგვარებაზე ერთად იზრუნოთ. თითოეულმა პარტნიორმა საკუთარი პრიორიტეტების სია უნდა შეადგინოს, შემდეგ ერთად წაიკითხონ და ნახოთ, თუ რამდენი საერთო პუნქტი გაქვთ. შესაძლოა, ასე ერთმანეთს უკეთ გაუგოთ და ურთიერთობას უფრო მეტი დრო დაუთმოთ.


ეს მხოლოდ სამსახურს არ ეხება: თქვენს მეგობრულ ურთიერთობას მხარი უნდა დაუჭიროთ, თუმცა ამან პარტნიორთან ურთიერთობა არ უნდა გააფუჭოს.


image

ტელეფონი თქვენს ახლო ურთიერთობას ხელს უშლის

არავის მოსწონს, როცა ვახშმის ან პაემნის დროს ტელეფონი გვერდით გაქვთ და მუდმივად მასში იხედებით, რაღაცას უყურებთ და კომენტარს აკეთებთ. რატომ ბრაზდება პარტნიორი? ყველაფერი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც სმარტფონს იყენებს, ვერც შეტყობინების პასუხზე აკეთებს კონცენტრირებას და პარტნიორსაც ყურადღებას არ აქცევს.


image

მეგობრებთან პარტნიორზე ცუდად ლაპარაკობთ

ხშირად პარტნიორთან ურთიერთობას აფუჭებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს თვისებებზე ცუდად საუბრობს. ზოგჯერ წყვილი ერთმანეთთან თავს ზედმეტად კომფორტულად გრძნობენ და ხუმრობებით ძალიან შორის მიდიან. სამსახურზე ხუმრობის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. იცოდეთ საზღვრები.


image

როცა საჭირო ყურადღებას ვერ იღებთ, პარტნიორზე ზეწოლას ახდენთ

პარტნიორი უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში არ გირეკავთ, თქვენ კი მესიჯს მესიჯზე აგზავნით? ეს ძალიან კარგი არაა, განსაკუთრებით კაცებისთვის. მამაკაცები ვერ იტანენ, როცა თქვენ მათ გაკონტროლებას ცდილობთ. თქვენ მასთან დაკავშირება გსურთ, რომ ისაუბროთ და თქვენთან გულწრფელი იყოს. პარტნიორს აუხსენით, თუ ამ პატარა ნიშნებს რამხელა ყურადღებას აქცევთ.


image

შექება როგორც ქალებს ასევე კაცებს უყვართ. ფსიქოლოგი ჯონ გრეი წერს, რომ ქალებს გარეგნობის და გასაოცარი პიროვნების შესახებ კომპლიმენტების მოსმენა უყვარს, თუმცა მამაკაცები ამ სიტყვების გამო თავს უხერხულად გრძნობენ. გრეის თქმით, რესტორნის საკვების შესახებ კომპლიმენტები, რომელიც მან აარჩია, მამაკაცს უფრო აბედნიერებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

image

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

image

რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით?

image

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

0
196
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
196