x
image
ელენე გუმა
""25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება...დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და..." - ასტროლოგის რჩევები
image


ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 25 იანვარის მნიშვნელობაზე წერს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა შეხვდნენ ამ დღეს.


"25 იანვარს, 01:41 წუთზე იწყება ლითონის თეთრი ვირთხის წელი!

ვისაც სურვილი გექნებათ შეხვდით წლის ახალ მბრძანებელს შესაბამისად:



გამოეწყვეთ წლის ფერებში - თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მათი ტონალობები. საკმარისია, თუნდაც ერთი დეტალი იყოს თქვენს ჩაცმულობაში ამ ფერთა გამიდან. კარგი იქნებოდა ინტერიერიც ამ ფერებში გააფორმოთ, დეკორად გამოიყენოთ რაიმე ლითონის აქსესუარები. სუფრაზე დააწყვეთ სხვა და სხვა ლითონის ლარნაკები, სასანთლეები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ლურჯი გქონდეთ დეკორაციაში.


თუ საშუალება გაქვთ ახალი თეთრი მაგიდის გადასაფარებელი გადააფარეთ სადღესასწაულო სუფრაზე და ახალი, 12 წლიანი ციკლი, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.


შეგიძლიათ სუფრაზე დააწყოთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია გოგრა, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწობას და სიმბოლიკას. არ დაგავიწყდეთ 8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც (მანდარინი ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის, სიმბოლოდ მიიჩნევა:)


თვითონ წლის მბრძანებელისთვის მოამზადეთ ნუგბარი - გოგრის თესლები, ხორბალი, ბრინჯი, თხილი, კაკალი და რა საკვირველია, უხვად ყველი


ასევე, არ დაგავიწდეთ მისთვის არც წყლით სავსე ფიალის დადგმაც:)


გაწერეთ წლის გეგმა, დასახეთ მიზნები, ჩაუთქვით სურვილები და რაც მთავარია, რწმენით, ოპტიმიზმით შეხვდით ახალი წლის მბრძანებელს!


იწყება ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი!


წარმატების, ხვავის, ბარაქის, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის! წინსვლის, სასიკეთო ცლილებების წელი ყოფილიყოს მთლიანად საქართველოსთვის!

სიკეთეს გისურვებთ!" - წერს ქეთი ვაწაძე.

1
1612
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1612
  
2020, 24 იანვარი, 21:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1