x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99666
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
ვიდეო:ესპანეთის სანაპირო ქალაქებს შტორმ "გლორიას" 14 მეტრიანი ტალღები დაატდა თავს
image


ესპანეთში გრძელდება ძლიერი წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია ძლიერი ქარიშხლის "გლორიას" გამო, რომელიც თავს დაატყდა ქვეყნის სანაპიროს.



ესპანეთის სანაპირო ქალაქები ზღვის წყალით იფარება. ქალაქის ქუჩები დაფარულია ზღვის ქაფით. 14 მეტრის სიმაღლის ტალღები (5 – სართულიანი კორპუსის სიმაღლის) თავს დაატყდა ესპანეთის სანაპიროს, ზღვის წყალი ფარავს ქალაქს, როგორც ცუნამის დროს.



უახლესი მონაცემებით, ქარიშხლის შედეგად დაიღუპა 4 ესპანელი.



ხელისუფლებამ გამოაცხადა საფრთხის ყველაზე მაღალი დონე - წითელი, სტიქიასთან დაკავშირებით. ამასთან, სინოპტიკოსები აცხაებენ, რომ უახლოეს მომავალში ქარიშხალი „გლორია“ კიდევ უფრო გააქტიურდება. ესპანეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან ყველა აუცილებელი ზომები და უსაფრთხოება.



იმავდროულად, როგორც დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, მისი აზრით, ”აპოკალიპსის ოთხი ცხენოსანი" უკვე თავს დაატყდა მსოფლიოს. გუტერეშმა კლიმატურ ანომალიებს უწოდა ამ აპოკალიფსის ერთერთი ცხენოსანი.


მართლაც, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ გადავხედავთ მსოფლიოს დღევანდელი ამბების სურათს. ვულკანები გამოფხიზლდნენ მთელ მსოფლიოში, მიწისძვრები თითქმის ყოველდღიურად ხდება, კლიმატური ანომალიები ყველა რეკორდებს ხსნის, საშიში და ახალი ვირუსი ვრცელდება ჩინეთში, ტყის ხანძარი მძვინვარებს ავსტრალიაში, შტორმები და წყალდიდობებია ესპანეთში და ეს ზამთარი ყველაზე თბილი იყო კაცობრიობის ისტორიაში არსებული დაკვირვებებით.



1
868
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
868
  
24 იანვარი, 3:06
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1