სხვა ჩინური მედია იუწყება კორონავირუსის წარმატებულ მკურნალობის მეთოდზე 2020, 23 იანვარი, 20:48 ჩინელმა ექიმებმა შეიმუშავეს კორონავირუსით გამოწვეული ატიპის პნევმონიის წარმატებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც სისხლის ჟანგბადით გაჯერებას წარმოადგენს, იტყობინება პორტალი "Sina." გამოცემის თანახმად, მეთოდი წარმატებით იქნა ტესტირებული უჰანში - ექიმებმა მოახერხეს 53 წლის მამაკაცის გადარჩენა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მისი მდგომარეობა სტაბილიზებულია და პაციენტი აგრძელებს გამოჯანმრთელებას. 23 იანვარს, ჩინეთში კორონავირუსის გამო ავადმყოფთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. გავრცელდა 17 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვირუსი უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში. მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსი გადეცემა ადამიანიდან ადამიანზე, ასევე, გადაეცემა გზავნილებით და ნივთებით, რომელსაც შეეხო ინფიცირებული. 587 2-ს მოსწონს
|