x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ უწოდებდნენ ქართველებს "კეთილ მტრებს" მუსლიმი კავკასიური ეთნოსები და რატომ არ დაიპყრო საქართველომ მისი სიძლიერის ზენიტშიც კი მთლიანად კავკასია

image

, სიძლიერის ზენიტში მყოფი საქართველოXII-XIII საუკუნეეებში გახდა უნიკალური მოვლენა კავკასიის მრავალათასიანი ისტორიის მანძილზე.
საქართველოს სამეფო იმდენად მძლავრი იყო შეეძლო დაეპყრო სულიად კავკასია და მთელი კავკასია გაეერთიანებინა ქართული დროშის ქვეშ.
ეს საინტერესო ფაქტია!-ამბობენ კავკასიოლოგი მეცნიერები. საქართველომ, რომელმაც შესძლო დაემარცხებინა ყველა ადგილობრივი მტერი, არ გადადგა ნაბიჯი იმისათვის, რომ დაექვემდებარებინა მთლიანად კავკასია რისი ძალაც და შესაძლებლობაც მას ჰქონდა აღნიშნულ საუკუნეებში, შეეძლო ქართველები ჩაესახლებინა დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე და ამით გაეძლიერებინა თავისი გავლენა მთელ კავკასიაში.
ქართველებს ეს არ გაუკეთებიათ, როცა რომელიმე კავკასიურ ქვეყანას იპყრობდნენ, ქართველები ხარკს უწესებდნენ და მმართველად მათდამი ლოიალურად განწყობილ ადგილობრივ დიდგვაროვან მმართველს ტოვებდნენ.

მაგალითად მეცნიერებს მოყვანილი აქვთ შემდეგი ფაქტი-როცა დავით აღმაშენებლის დროს ქართველებმა დაიპყრეს შირვანი (თანამედროვე აზერბაიჯანი), მათ შირვანი ვასალ-სახელმწიფოდ დატოვეს და არ უცდიათ შირვანის საქართველოსათვის შემოერთება, რისი ძალა და შესაძლებლობა გააჩნდათ ქართველებს.
ასევე მოიქცნენ ქართველები როცა სელჯუკებისაგან გაანთავისუფლეს აღმოსავლეთ სომხეთი XII საუკუნეში-ქართველებმა დატოვეს ვასალი-სახელმწიფო, რომელსაც ზაქარიანები მართავდნენ. საქართველო იერთებდა მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც მისი ისტორიული კუთვნილება იყო და ბედის უკუღმართობით იყო დაკარგული და მიტაცებული.
როგორც შუა საუკუნეების არაბი ისტორიკოსი ჰასან ალი იბნ ალ-ისირი წერდა, კავკასიელმა მუსლიმებმა ქართველებს "კეთილი მტრები" შეარქვეს. რადგან უკვირდათ, თუ რატომ ითხოვდნენ ქართველები მცირე ხარკს, როცა ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდათ და შეეძლოთ ბევრად მეტი მოეხოვათ.
თამარ მეფის მეფობისას საინტერესო ვითარება შეიქმნა: საქართველოს სამეფოს არაქართველი მოსახლეობა, ვასალი-სახელმწიფოების მოსახლეობის ჩათვლით 4-ჯერ აღემატებოდა საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ქართულ მოსახლეობას.

Царица Тамара
დედოფალი თამარი

მეცნიერებმა რამდენიმე ჰიპოთეზა წამოაყენეს, თუ რატომ აწარმოებდა ასეთ პოლიტიკას დაპყრობილი ქვეყნების მიმართ საქართველო ანუ რატომ იყო ასეთი გულმოწყალე საქართველო დამარცხებული მეზობლების მიმართ.
ერთერთი ვერსია ასეთია: ქართველებს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდათ რათა დაპყრობილ ტერიტორიაზე ქართველები ჩაესახლებინათ.
მეორე ვერსიით ქრისტიანი, მორწმუნე ქართველი მეფეები თვლიდნენ, რომ სხვისი მიწების მიტაცება არ იქნებოდა ქრისტიანული და ჰუმანური საქციელი.

სხვა ვერსიით ქართველი მეფეები ჭკვიანი პოლიტიკოსებიც იყვნენ და არაფერში ჭირდებოდათ, დაჩაგრულის მდგომარეობაში მყოფი მეომარი კავკასიური ეთნოსები, მათ ერჩივნათ მათ მიერ ხელდასხმულ ადგილობრივ დიდგვაროვან მმართველს ემართა დამარცხებული ვასალი-სახელმწიფო და მისგან ხარკი აეღო ყოველგვარი ომების გარეშე.
სხვა ვერსიით საქართველოს ჭკვიან მეფეებს სურდათ გარს ჰქონოდათ ბუფერული ზონები ვასალი-სახელმწიფოების სახით, რომლებიც მტრის შემოჭრისას პირველ დარტყმას საკუთარ თავზე აიღებდნენ, რაც ქართველ მეფეებს საშუალებას მისცემდა ქვეყანა საბრძოლველად მოემზადებინათ და მტერს მტრულად დახვედროდნენ.

0
2086
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2086