x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
რამდენად სახიფათოა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსი საქართველოსთვის და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?!
image

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსი ჩინეთში 2020 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და სწრაფად გავრცელდა როგორც მთელს ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. თავდაპირველად, კეთდებოდა განცხადებები, რომ ვირუსი არც ისე საშიში იყო, რადგან ის მხოლოდ ცხოველიდან გადაედებოდა ადამიანს და ამ უკანასკნელიდან გავრცელება აღარ ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორისაც. შედეგად ჩინეთის ქალაქ უხანიდან (კორონავირუსის ეპიცენტრი) ვირუსი სწრაფად გავრცელდა ჯერ მთელს ჩინეთში, შემდეგ კი ინფიცირებულები გამოჩნდნენ ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ავსტრალიაში, აშშ-სა და მექსიკაში. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებული შემოწმებები ტარდება აეროპორტებსა და საზღვრებზე.

რა სიმპტომებით ხასიათდება კორონავირუსი?

კორონავირუსისათვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე, დაღლილობის შეგრძნება, ხველება მცირე სისველით. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ნერვულ სისტემას.


მსოფლიოში ვირუსის მასიური გავრცელების საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს, 23 იანვარს, საგანგებო სხდომას გამართავს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ქვეყანას პირდაპირი ფრენები არ აქვს ჩინეთის ქალაქ უხანიდან. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში, აეროპორტებსა და საზღვრებზე განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა.

თუმცა ჩნდება კითხვა: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი ესტუმრება სხვა ქვეყანას, ან თუნდაც ჩინეთის სხვა ქალაქს და შემდეგ ჩამოვა საქართველოში?!

ვფიქრობ, ღირს ამ კითხვაზე დაფიქრება.

პ.ს. ავტორის ინტერესს არანაირად არ წარმოადგენს, საზოგადოებაში პანიკის დანერგვა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

თქვენთვის საინტერესო იქნება:

რატომ იყვნენ ჩვენი წინაპრები უფრო ჯანმრთელები, ვიდრე ჩვენ?!

რჩევები, რომლებიც გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

3
124
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
124
  
24 იანვარი, 11:25
ეპიდემიური სამსახურის მიერ უნდა ხდებოდეს აეროპორტებში კონტროლი, რაც კოპიტნარის აეროპორტში მე ვერ დავინახე.
ტრანზიტული რეისით ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოვიდნენ ჩინელები.
23 იანვარი, 23:24
ნაწილობრივ გეთანხმებით,შესაძლოა, მთლიანად არ აიკრძალოს შEმოსვლა,მაგრამ უნდა კონტროლირდებოდეს მაინც
23 იანვარი, 15:15
ეს პაატა იმნაძე მაგრად ურიკინებს რა, ვაი მაგის პატრონს, საზღვარი უნდა დაიკეტოს ჩინეთიდან არავინ არუნდა შემოუშვან და არა მარტო ჩინეთიდან
0 1 3