x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მღვდელი თუ ფსიქოლოგი ?!

სამყაროს წინაშე სხვადასხვა გამოწვევები თუ მიღწევები არ ილევა. მით უფრო, რა დალევს ადამიანის პრობლემებს.თითქოს ჩვეულებრივი ამბავია: დაიბადე, გაიზარდე, ისწავლე.ცდილობ, არ გაართულო შენი დამოკიდებულება სამყაროსთან.ასე მარტივად მიჰყვები დინებას. ხან აგტკივდება კბილი და მიაკითხავ სტომატოლოგს, ხან იგრძნობ წნევის ცვალებადობას და იწყებ მის კონტროლს.მაგრამ ინარჩუნებ სიმშვიდეს, შენ უკვე იცი, ვის როდის და სად მიაკითხო. აგროვებ ამ გამოცდილებებს და თავი დიდი ვინმე გგონია. სწორედ ამ დროს“აგტკივდება'' სული და ხვდები საკუთარ უსუსურობას. ახლა კი იცი, ვერც ცნობილ კარდიოლოგთან ვიზიტი ვერ გიშველის და ვერც პროფესიონალი ტრავმატოლოგი. სწორედ ამ დროს იწყებ ფიქრს: ვინაა “მაშველი''– მღვდელი თუ ფსიქოლოგი?!

თანამედროვე ადამიანისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი მოდურიც კი გახდა.განა რაა დასაძრახი იმაში, რომ სასოწარკვეთილ, გარკვეული პრობლემებით სავსე პაციენტს კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი ფსიქოლოგი დახვდება კაბინეტში.რომელსაც თუ კომპეტენცია და გამოცდილებაც უწყობს ხელს, მაქსიმალურად ეცდება კონკრეტული პირის ალაპარაკებას მის პრობლემებზე. მისცემს რჩევეა დარიგებას და ა.შ

ისმის კითხვა- რას აკეთებს მაშ მღვდელი?!

მღვდელი იბარებს აღსარებას და კითხულობს შენდობის ლოცვას! “ლოცვა კი წარხოცავს ჩვენს ცოდვებს და ის დამოუკიდებელია მღვდლის პიროვნებისგან''!



0
14
შეფასება არ არის
ავტორი:გურჩიანი მარი
გურჩიანი მარი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0