x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?!
image

მასონების შესახებ ზუსტი, დადასტურებული ინფორმაცია ადამიანების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია, რადგან ისინი გარკვეულწილად გასაიდუმლოებულად მოქმედებენ. მათ ძირითადად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ ისე, რომ არც კი იციან რას წარმოადგენენ მასონები. ამ სტატიაში ვეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია მასონების შესახებ, ვინ არიან ისინი, რა ისტორია აქვთ მათ და რა როლი აკისრიათ თანამედროვე მსოფლიოს მმართველობაში.

რას ნიშნავს მასონობა? რა ისტორია აქვთ მასონებს?

სიტყვა–სიტყვით მასონი ნიშნავს ქვის მთლელს. მასონობა არის ძმობასა და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაცია, რომელიც მორალურ-ეთიკური პრინციპებით ხელმძღვანელობს. მასონთა წინამორბედები იყვნენ ტამპლიერთა ორდენის რაინდები, რომელთაც ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ დიდი ქონება დააგროვეს და უფრო და უფრო მდიდრდებოდნენ ვაჭრობისა და მევახშეობის წყალობით. სწორედ მათ ეკუთვნით ფულადი კრედიტის გაცემის იდეა. XIV საუკუნის დასაწყისში ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობასა და სხვადასხვა მანკიერებებში, ამიტომ საფრანგეთის მეფე ფილიპე ლამაზი იწყებს ორდენის რაინდების წინააღმდეგ ბრძოლას. ბევრი ტამპლიერი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ნაწილმა თავი დააღწია საფრანგეთს და თან დიდი ქონებაც წაიღო. მათ თავშესაფრად იქცა ინგლისი, ქვის მთლელთა ორგანიზებულ– პროფესიული გაერთიანება, სადაც ორდენის რაინდებმა დანერგეს რაინდულ-რელიგიური რიტუალები და ორგანიზაცია ფინანსურად უზრუნველყვეს. მალე მათ ინკვიზაციისგან დევნილი საზოგადოებაც შეუერთდა.


ამჟამად მსოფლიოში მასონური ორგანიზაციის 5 მილიონამდე წევრია, აქედან 2 მილიონი აშშ-ში მოღვაწეობს.

მასონების როლი მსოფლიო ისტორიაში.

ეროვნული მასონური მემორიალი,  ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი

რამდენად არიან მასონები მსოფლიო მმართველობაში ჩართულნი?

ამის პასუხად წარსულის გადახედვაც დაგვჭირდება. კერძოდ, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მასონები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბენჟამინ ფრანკლინი, თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, გოეთე, მოცარტი, რობერტ ბერნსი, ოსკარ უაილდი, პუშკინი, გრიბოედოვი, ჯუზეპე გარიბალდი, გენერალი კუტუზოვი და რუსეთის იმპერატორი პავლე I. 1762 წლიდან 1951 წლამდე გაერთიანებული სამეფოს ყველა მეფე მასონი იყო. 1951 წელს ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლით შეწყდა გაერთიანებული სამეფოს მასონთა ლოჟის მეფის მიერ წინამძღოლობა და ის დედოფლის ბიძაშვილმა, პრინცმა ედუარდმა ჩაიბარა, და ამას დღემდე აკეთებს. იქიდან გამომდინარე, რომ მასონური მოძრაობა თანდათან უფრო ძლიერდება და ამას მრავალი ფაქტი მოწმობს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ძირეულ მოვლენებში მასონები აქტიურად არიან ჩართულნი.


1
619
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
619
  
24 იანვარი, 11:30
დღესაც მასონები მართავენ მსოფლიო ეკონომიკას, სოროსი და მისი ფონდი, რომელიც ათასგვარი სახელებითაა შენიღბული თავის საქმეს მშვენივრად უძღვება.
"ღია საზოგადოება თურქეთი"-სოროსის დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლახან აიკრძალა თურქეთში და მისი უცხოელი წარმომადგენლები თურქეთიდან გააძევეს.
"სიონის ბრძენთა ოქმები" ვისაც წაკითხული აქვს მიხვდება რაც ხდება დღეს მსოფლიოში.
0 1 1