x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
ჩინეთის ეპიდემიას ურალის უნივერსიტეტის მეცნიერები შეაჩერებენ?

image



ურალის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერები მზად არიან, შეაჩერონ ახალი პნევმონიის ეპიდემია ჩინეთში კორონავირუსის ბაზაზე.- განაცხადეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 22 იანვარს.



მოხსენების თანახმად, ურალის ფედერალური უნივერსიტეტის ექსპერტები თავაზობენ ჩინეთს, რომ გამოიყენონ მათი გამოგონილი, ორიგინალური და ძალიან ეფექტური პრეპარატი "ტრიაზავირინი" კორონავირუსისგან დასაცავად. მედიკამენტმა აჩვენა, რომ ეფექტურია კორონავირუსებთან ბრძოლაში, რომელიც მოიცავს აზიურ კორონავირუსებს.



შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რუსეთის საზღვარზე, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიიღო სანიტარულ -საკარანტინო კონტროლის გაუმჯობესებული ზომები. ტარდება ყოველდღიური ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი.




პირველი ცნობები ახალი ტიპის პნევმონიის გავრცელების შესახებ ჩინეთში, ქალაქ უჰანში გამოჩნდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს. პირველი ცხელი ხაზი იყო ადგილობრივი ზღვის პროდუქტების ბაზარი. ამ ბაზარზე მომუშავე ხალხი გახდა პირველად ავად. გამომწვევი ვირუსი წარმოადგენს კორონავირუსის ახალ ტიპს - 2019-nCoV-ს. დღემდე, ვირუსი უკვე აღმოჩენილია ჩინეთის გარეთ. ვირუსის მატარებლები გამოვლენილ იქნა შეერთებულ შტატებში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიასა და ტაილანდიში. ჩრდილოეთ კორეამ დროებით დახურა საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.



ადამიანიდან ადამიანზე ახალი ვირუსის გადაცემის შესაძლებლობა დაადასტურა ჩინეთის ხელისუფლებამ. ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 იანვარს, დაავდებულთა რაოდენობა 473 ადამიანამდე გაიზარდა და კვლავ იზრდება. ვირუსით დაიღუპა 9 ადამიანი.

0
483
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0