x
image
Culture Express
"ხალხმა ძაან ცუდი ჭორი დამიყარა მე.. მისმა მეუღლემაც კი მითხრა, მე ასეთი ჭორი გავიგეო და.." - ია ფარულავა

image ტელეწამყვანმა ია ფარულავამ მის გადაცემაში, სადაც სტუმრად მუსიკოსი და იუმორისტი ხვიჩა მაღლაკელიძე იმყოფებოდა სტუმრად იმ უსიამოვნო ჭორზე ისაუბრა, რომელიც როგორც აღმოჩნდა მას წლების წინ გაუვრცელეს. ჭორი კი მას და ბადრი პატარკაციშვილს ეხებოდა. რაც შეეხება ხვიჩა მაღლაკელიძეს, ის გადაცემაში მისი ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ ყვებოდა, სადაც აღნიშნა ეტაპი, როცა თბილისში ახლადჩამოსული ერთ-ერთ რესტორანში უკრავდა, სადაც ბადრი პატარაკაციშვილი მოხვდა და მუსიკოსის შესრულებით აღფრთოვანების შემდეგ მასთან მუშაობა შესთავაზა, მაღლაკელიძე დათანხმდა და მას შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში მასთან მუშაობდა და მის ოჯახში დიდ დროს ატარებდა.

image
სწორედ ამ დროს, მოულოდნელად მსახიობმა ის ჭორი გაიხსენა და მის გამომწვევ მიზეზზეც ისაუბრა:

" ხალხმა ძაან ცუდი ჭორი დამიყარა მე, იცი? მე დამიყარეს ჭორი ვითომ ამ კაცის საყვარელი ვიყავი. იმ პერიოდში "არტ იმედი" რომ ჩამოყალიბდა და მაღალი ხელფასები დაურიგეს ზოგიერთ მომღერალს. მე მანქანას ვყიდულობდი და ნახევარი თანხა დამიმატეს რომ არტ იმედის არტისტი ვიყავი და აქედან ხალხმა გამოიგონა და მისმა მეუღლემაც კი მითხრა, მე ასეთი ჭორი გავიგეო და მე ვიცი რომ ეს ჭორიაო, ისე შევრცხვი, ისე შევრცხვი პირველად ვიყავი მათ ოჯახში მისული და სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ასეა, სახელი რომ გაგიტყდება ადამიანს. " - განაცხადა ია ფარულავამ

image

2
1474
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
1474
  
2020, 24 იანვარი, 21:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 24 იანვარი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2