x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"რატომ არ იღებ ხმას? მოსულა ასეთი ნაბიჭვრობა ხდებოდეს ქვეყანაში?" - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა ბერა ივანიშვილს

image


პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ზესტაფონის სასამართლოს მიერ, კანაფის კულტივაციისთვის მოქალაქის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის საქმეს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილს საჯაროდ, ვრცელი პოსტით მიმართავს, "გირჩის" ლიდერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და მას თავის ცნობილ ჰიტს "ლეგალაიზს"ახსენებს, მისი თქმით, 6 წელი მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალურია ადამიანებს ციხეში ამდენი ხნით არ უნდა უშვებდნენ:


"BERA

კითხვები მაქვს

იმედი არ მაქვს რომ მიპასუხებ, მაგრამ ამ მოცემულობაში სრული განცდა მაქვს რომ ყველაფერი უნდა ვცადო

30 იანვარს, ზესტაფონში სასამართლო აქვს ჭითურის რაიონის სოფელ ქვაციხეში მცხოვრებ ადამიანს (40 კილომეტრში ჭორვილადან), რომელსაც სახლში შეუვარდა პოლიცია და კანაფის ძირები უპოვა

ძალიან მაღალი ალბათობით მინიმუმ 6 წლიანი ციხე ემუქრება

ორი დღის წინ, ჩემ თვალწინ, იგივე მოსამართლემ, იგივე მუხლით დაუფიქრებლად გაუშვა სხვა ადამიანი 6 წლით ციხეში

6 წელი!

6 წელი გესმის რამდენია?

რისი გულისთვის?

აი მართლა რისი გულისთვის?

მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალურია

მცენარისთვის, რომელსაც მოიხმარდა და მოიხმარს ასობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში

მცენარისთვის რომელსაც ზრდის ათასობით თუ არა ათობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში

მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალური ხდება პრაქტიკულად მთელ განვითარებულ სამყაროში

ამ ადამიანს (არც სხვებს) ხომ არავისთვის არაფერი დაუშავებია! არასდროს!

არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის რომ მას რაიმე ზიანი მიადგა ამ ადამიანის ქმედებისგან!

ხომ იცი რომ ეს ყველაფერი მართლა ასეა?

გულის სიღრმეში ხომ ზუსტად იცი რომ ერთ სიტყვასაც არ ვიტყუები

მაშინ შეგიძლია ახსნა:

რატომ არ იღებ ხმას?

არ გჯერა რომ ეს სიმართლეა?

აბა შენი სიმართლე რა არის?

აბა ‘ლეგალაიზ’ რომ გამოუშვი, ეგ რას ნიშნავდა? რისი თქმა გინდოდა?

გჯერა, მაგრამ შენთვის მოსულა ასეთი ნაბიჭვრობა ხდებოდეს ქვეყანაში რომელზეც ამბობ რომ გიყვარს?

გჯერა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია? ეგ გინდა რომ დავიჯეროთ?

გჯერა, მაგრამ თუ პოლიტიკური პრობლემა არ შეიქმნა (როგორც ბირჟა მაფიას შემთხვევაში), გკიდია ხმის ამოღება?

მართლა ბოლომდე მამაშენის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე გადის შენი საჯარო აქტივობის ფორმაც და შინაარსიც?

ეგაა სულ შენი ცხოვრება?

წარმოიდგინე რომ ახლა გაგაქრონ და 6 წლის შემდეგ დაგაბრუნონ უკვე 7 წლის შვილთან

ერთი წამით მართლა წარმოიდგინე" - დაწერა ფეისბუქგვერდზე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ ორი დღის ზესტაფონის სასამართლომ კანაფის კულტივაციისთვის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

0
815
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
815