x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
როგორ გავხდე " კარგი დედა " ?

image

დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზეს შესცქერის...

ოტია იოსელიანი

image

ეს ოტიას გენიალური სიტყვებია, ძნელია არ დაეთანხმო და არ გაიზიარო...დედა თავად ღმერთია, შენი პირადი ღმერთი...

თუ გაგიხუნებს გრიგალი ფერებს,

და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,

გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,

დედის გული და კალთა გაგათბობს.

ნუ შეგაშინებს მეხი იერი,

მეხი უფესვო ხეებს ერევა,

ვიდრე დედა გვყვავს,

ჩვენ ვართ ძლიერი,

ვიდრე დედა გვყვავს ვინ მოგვერევა .

ბევრი კითხვა ტრიალებს...

რა მაქცევს დედად?

9 თვე რომელიც მუცლით ვატარე და ვზრუნავდი?

როგორი იქნება შემდეგი ზრუნვის პროცესი?

შევძლებ კი გავხდე დედაჩემისნაირი დედა?

როგორ ვმართო ემოციები რომ მომავალში ვიყო მისაბაძი დედა?

ნორმალურია ან შესაფერისი ასეთი ღელვა?

მოკლედ კითხვები და კითხვის ნიშნები რომელიც ტრიალებს, იტრიალებენ და ალბათ ეს ფაქტი დაუსრულებელ პროცესად გადაიქცევა გონებაში, პროცესი რომელიც გაიძულებს ისწავლო, იკითხო, მოუსმინო, გაითვალისწინო, შენი წვლილი შეიტანო, იზრუნო, მოითმინო, გეტკინოს და უკვე დროა აღარ იტირო (აღარ გაქვს უფლება მისაბაძი უნდა იყო), გაიზარდო ემოციურად, ეცადო მისაბაძი ნაბიჯები გადადგა, სიტყვები აკონტროლო (ბავშვი ხომ ისრუტავს და თანაც სარკეა... ), სითბო გამოხატო და ზომიერი სიმკაცრე არ დაივიწყო, სიყვარული ჩაუნერგო და მორიდება ასწავლო, ეცადო ყველაფერი მისცე და "გაჭირვებაც" ანახო, რაც აქვს იმის დაფასება ასწავლო და ღირებულებების სწორად აღქმა ჩამოუყალიბო...

დედობაზე ... არც დიდი თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა არ მაქვს, დღეიდან ვიწყებ დაგროვებას ყველაფერ იმის, რაც უკვე სხვისთვის მისაბაძ დედად გამხდის. სულ რაღაც დღეიდან გავხსნი ახალ წარმოსახვით ხურჯინს, სადაც სადაც პირველ ეტაპზე მზრუნველობის უნარს ჩავდებ და დანარჩენს მოვაგროვებ... ნელ-ნელა შევავსებ.

ვერავინ იტყვის რას გულისხმობს ბოლომდე ზუსტად "კარგი დედობა "... ყველას თავისებური აღქმა ექნება. ამიტომ ვეცდები მინიმალურს შევეჭიდო და ყველასთვის სამაგალითო თუ არა ... ჩემი ბიჭის სამაგალითო დედად მაინც ვიქცე...













0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0