x
image
თეონა გორდეზიანი
"ფესვები"- სევდიანი ფილმის, რეალური, ტრაგიკული ისტორია

დიდებული ფილმი ლეგენდარული მსახიობის შესრულებით, ისტორია რომლის ყურების შემდეგაც ბევრი სევდიანი ემოცია ერთდროულად იჩენს თავს... სიმწრით წამოსული ცრემლიანი ბურთი ყელში გეჩხირება და გგონია სადაცაა ამოხეთქს, გულს ამოაყოლებ, თვალები გყიდიან და სევდა ისადგურებს, თუ თავი ვერ შეიკავე შესაძლოა ცხარე ცრემლითაც ატირდე...


ფილმს არანაკლებ სევდიანი ისტორია აქვს რეალურ საფუძვლად, ამბავი რომელიც ბევრმა არ იცის... განუმეორებელი ფილმი განუმეორებელი და შესანიშნავი მსახიობის დოდო აბაშიძის მონაწილეობით დიდი ქართველი კაცის სახეს ქმნის და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანში. ეს იყო მისი ბოლო ფილმი, რომლის გამოსვლასაც თავად დოდო აბაშიძე ვეღარ მოესწრო....


„ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმია.

image

გადაღებების დროს უკვე ცუდად იყო, მაღალი წნევა ჰქონდა. პარიზში ყოფნისას მანქანაში რომ ჩაჯდა, ვერ დაძრა, შეეშინდა, ასეთ პირობებში ქალაქში ვერ გავალო. პარიზის ქუჩებში შვილიშვილებთან ერთად მანქანით რომ მიდის და თან მღერიან, ის ეპიზოდი უნდა გადაეღოთ. როგორც ჩანს, მაღალი წნევა ჰქონდა და უცხო ქალაქში მოძრაობას ვერ ბედავდა. ოპერატორს (აბიკო მაისურაძე) ერთი სომეხი ასისტენტი ჰყავდა. პატარა კაცი იყო. მივიდა დოდოსთან და ეუბნება: „დოდოჯან, სამშობლოზე ფილმს ვიღებთ და შენ რას შვები? რას აკეთებ? სირცხვილია, ახლავე ჩაჯექი მანქანაში, რისთვის წამოვედით ამდენი ხალხი პარიზში?!“ – თქვენ წარმოიდგინეთ, დოდომ დაუჯერა და ეს კადრი გადაიღეს. წნევიანი ატარებს მანქანას და ეს ფილმშიც ჩანს – სახე აწითლებული აქვს.


ფილმთან ერთი გულისმომკვლელი ამბავიც არის დაკავშირებული: „კინოს სახლში“ ფილმის პრემიერის დროს, როდესაც მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად, „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ეს მისი ბოლო როლი იყო. გაიგო, რომ ფილმის პრემიერამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ისე წავიდა წუთისოფლიდან, რომ „ფესვები“ არ უნახავს.

1
755
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
755
  
2020, 26 იანვარი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1