x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99523
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება
image


„პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 2020 წელს სკოლებისთვის იწყებს მასშტაბურ შეჯიბრებას, რომლითაც გამომცემლობას სურს, რომ სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.


„მაკულიტერატურის“ ოფისები მდებარეობს საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავი, თბილისი, ქუთაისი. ამ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში, რომლითაც შემდეგ ახალ წიგნებს შეარჩევთ.


სწორედ ამ სამ ქალაქში გადაწყვიტა გამომცემლობამ, სკოლებს შორის შეჯიბრების ჩატარება.



როგორც პროექტის მენეჯერი, ანა ჯოჯუა განმარტავს, წელს გადაწყდა სკოლებს შორის შეჯიბრებას მასშტაბური სახე მისცემოდა.


"სკოლები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ აქტივობას, აგროვებენ მაკულატურას. ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აბარებენ წლის განმავლობაში, რაც ძალიან გვახარებს", - ანა ჯოჯუა.


კონკურსის თანახმად, შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლა ბიბლიოთეკისთვის ახალ წიგნებს მიიღებს, გამარჯვებული 20 სკოლის მოსწავლეებს კი საშუალება მიეცემათ, შერჩეულ ადგილებზე, სკოლის სახელით, ხეები დარგონ.


„გვინდა, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია, როცა ქაღალდის წარმოება მეორეული პროდუქციითაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ხეების მოჭრის ნაცვლად, ვაბარებთ მაკულატურას, ვინარჩუნებთ სუფთა გარემოს და ვუფრთხილდებით ეკოსისტემას, ყველა სკოლას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს საიტს -აღნიშნა ანა ჯოჯუამ.


პროექტში მონაწილეობის წესები:


რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:


  • პროექტი გაგრძელდება ორი თვე: თებერვალი, მარტი;
  • სკოლა უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე, მიუთითოს ქალაქი, სკოლის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა;
  • ინფორმაცია გადამოწმდება და აისახება საიტზე;
  • სკოლას შესაძლებლობა ექნება, შეამოწმოს, როგორც მიმდინარე თვის, ასევე ჯამური რეიტინგი, რომელიც გამოისახება ნერგებში;
  • სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, დაჯამდება შედეგები:1 მოსწავლე= 1 ნერგს , 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 20 სკოლას შორის. შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. თბილისში გამოვლინდება 10 გამარჯვებული სკოლა, რუსთავსა და ქუთაისში კი 5-5;
  • ის სკოლები, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, მაგრამ გეგმას გადააჭარბებენ, დაგროვებული ნერგები გაორმაგდება, შესაბამისად, უფრო მეტ წიგნს მიიღებენ ბიბლიოთეკისთვის;
  • ყოველი თვის ბოლო კვირაში ავტომანქანა ჩამოივლის სკოლებს და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგებში;
მარტის ბოლოს გამოვლინდება 20 გამარჯვებული სკოლა, შეირჩევა წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად შერჩეულ ლოკაციაზე დარგავენ მისი სახელობის ხეებს და გაამწვანებენ გარემოს.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0