x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99667
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462069
"მოსყიდულები და შტერები გვიძახა..., ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

image



"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ეკა კვესიტაძის გადაცემაში გააკეთა, ვაშაძის თქმით, პროპორციული არჩევნები მისი და კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" მონაპოვარია: "გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადებია, პროპორციული არჩევნების პირობა ნაცმოძრაობის დამსახურებააო. ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა. მაგისმა ხარბმა ბელადმა მოსყიდულები და შტერები გვიძახა ყველას, ვისაც პროპოციული გაგვიხარდა. p.s. აქვე ვაშაძეზე სამართლიანად განრისხებულ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს მივმართავ - პროცესს ნუ დააზიანებთ ამ ნაგვის გამო, უბრალოდ - სხვებს ელაპარაკეთ და ამ სიცარიელეს ანგარიში არ გაუწიოთ. ეგდოს თავისთვის - მაქსიმალურად იზოლირებული" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.




0
521
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
521