x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სააკაშვილის ფეისბუქის გვერდის ადმინი ეკა ხერხეულიძეა“ - ელისო კილაძე
image


„მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ადმინი პარლამენტის ყოფილი წევრი ეკა ხერხეულიძეა“ - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ქრონიკა+“ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. ამით ელისო კილაძე მისივე კოლეგის, ტელეკომპანია „კავკასიას“ ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმაურება, სადაც ის წერდა, რომ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ადექვატურები არ არიან.


image


ტელეკომპანია „კავკასიას“ ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე მიმდინარე აქტივობებს ეხმაურება, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეებს სექტას უწოდებს და მიიჩნევს, რომ მათ ადექვატურობა აკლიათ.




„წუხელ ფრენდები წუხდნენ ჩემს ფიდში, სააკაშვილის გვერდიდან გამოგვაძევესო, დაგვბლოკესო. ჰოდა, შევიჭყიტე გვერდზე და გაბუნიას მგმობელ სტატუსს ჩავუყევი.რაც ვნახე იმან გამაოცამეთქი, ვერ გეტყვით. ახალი არაფერი მინახავს. უბრალოდ გადავიწყებული მქონდა. როცა ივანიშვილი ქვეყანას თავზე იმხობს მაგრად მეგოიმება და არაადეკვატურად მეჩვენება ისევ “იმ ცხრა წელზე“ მოთქმა გოდება, მითუმეტეს, როცა “იმ ცხრა წლისთვის“ პასუხი უკვე გაცემული და მოთხოვნილია. დღეს ამოცანა ამ ქვეყნის გადარჩენაა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ ჯადო კაცისგან გათავისუფლება. ოღონდ, ძვირფასო მიშა, ამასობაში ცოტა ადეკვატურობა შენ და შენს სექტასაც არ გაწყენდათ, ღმერთმანი, “ - წერს ნინო ჯანგირაშვილი.



მის ამავე პოსტს კომენტარებში ეხმაურება გაზეთ „ქრონიკა+“ის რედაქტორი ელისო კილაძე და წერს, რომ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდის ადმინი ეკა ხერხეულიძეა. კილაძე იქვე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე ის დიდი ხნის წინ დაბლოკეს.


„ანუ შენ გაგიმართლა და დაჰაიდებული არ ხარ, სტატუსიც ნახე და კომენტარებიც???? ჯერ კიდევ გწყალობს გვერდის ადმინი ეკა ხერხეულიძე. მე ვწერდი ხანდახან და შავ სიაში მოვხვდი. ასევე დაბლოკილი ვარ ყველა ქოცურ გვერდზე“ - წერს ელისო კილაძე.


image

0
471
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0