x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99664
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
ლეილა ალი პროფესიული კრივის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც მაღალი კლასის მოკრივემ და არა, როგორც ლეგენდარული მამის შვილმა

image არის სპორტის სახეობები, სადაც ცნობილი მამების შვილები გამოდიან, თუმცა მათ უდიდეს ნაწილს მაინც ცნობილი მამის შვილობით უფრო იცნობენ ვიდრე, როგორც წარმატებულ სპორტსმენს.
თუმცა არიან გამონაკლისები და ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მათგან ლეილა ალია "რინგის მეფედ" და "დიადის" ტიტულებით ცნობილი ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის ქალიშვილი.
ლეილა ალი მუჰამედ ალის მესამე ცოლთან, ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგთან, ვერონიკა პორშესთან შეეძინა 1977 წელს, გოგონას მამა იმ დროს უკვე მთელი მსოფლიოსათვის იყო ცნობილი, როგორც პროფესიონალი და წარმატებული მოკრივე.
ლეილა იხსენებს, რომ მას ძალიან გაუმართლა მშობლებში, დედა და მამა დიდ დროს უთმობდნენ მას და შეიძლება ითქვას, მას უბედნიერესი ბავშვობა ჰქონდა.
პატარა ლეილას ძალიან მოსწონდა, რომ ის მსოფლიოში ცნობილი მამის შვილი იყო. როცა წამოიზარდა, მუჰამედ ალიმ რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გოგონას სურდა, პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო, მაგრამ ისიც დაამატა, რომ მისი გოგონა ამბიციური იყო და უნდოდა პოპულარობა საკუთარი წარმატებებით მოეპოვებინა ვიდრე ცნობილი მამის შვილობით.
ლეილამ დაიწყო კრივში ვარჯიში და მისი პირველი მწვრთვნელი მუჰამედ ალი იყო, თუმცა მოგვიანებით ალიმ ლეილა თავის საუკეთესო მეგობართან და კრივის კარგ მწვრთვნელთან მიიყვანა, რომელმაც ლეილა პროფესიული კრივის კაშკაშა ვარსკვლავად აქცია ლეილა.
ალი ავარჯიშებს პატარა ლეილას

ლეილას პირველივე ბრძოლაში ცხადი გახდა, რომ გოგონა ცნობილი მამის სახელს არ შებღალავდა, 1999 წელს ლეილამ მოწინააღმდეგე 30 წამში ნოკაუტით დაამარცხა. მაყურებელმა ლეილას ბრძოლით მცირე დროის მიუხედავად ძალიან ისიამოვნა, ლეილა მამის მსგავსად რინგზე თითქოს ცეკვავდა.
ლეილას ყველაზე მთავარი და მძიმე შეხვედრა კი მუჰამედ ალის ყველაზე "დაუძინებელი მტრის" ჯო ფრეზერის ქალიშვილთან იყო, ფრეზერის შვილმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლეილას, ლეილა ამ ბრძოლაშიც მამის მსგავსად "პეპელასავით დაფარფატებდა" რინგზე და მეტოქეს მამის მსგავსად საჭირო დროს უტევდა.
შეხვედრა ლეილა ალის გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა.
ლეილა ალიმ სპორტული კარიერა წარმატებით დაამთავრა, 24 შეხვედრა და 24 გამარჯვება, აქედან 21 ნოკაუტით მოიგო.
ოჯახის შექმნის მერე ლეილამ სპორტულ კარიერას ოჯახური სიმყუდროვე არჩია და პროფესიული კრივიდან წავიდა, ქალთა კრივის ისტორიაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
ლეილა ლეგენდარულ მამასთან ერთად, გამარჯვების შემდეგ
image ლეილა გამარჯვების შემდეგ
image ლეილა კრივის ცოცხალ ლეგენდებთან ერთად. ოსკარ დელა ჰოია, ლეილა ალი და ევანდერ ჰოლიფილდი
image



0
465
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
465