x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99665
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
"დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი
"დიდ ქვაბში არ ეტეოდა,  პატარაში სულ არ იყო" - ქართველი ერი


კრამერს აქვს შექმნილი შესანიშავი წიგნი, სათაურით "ისტორია იწყება შუმერიდან" და ეს მართლაც ასეა. მსოფლიო ისტორიული პროცესი მართლაც ვითარდებოდა იმ რეგიონში, რომელსაც ახლა ზოგჯერ ეძახიან დასავლეთ აზიას, ახლო აღმოსავლეთს და სხვ. და რომელიც მოიცავს: მესოპოტამიას, ანატოლიას (მცირე აზიას და სირია-ერაყს), სამხრეთ კავკასიას, ირანს, ლევანტს და ნილოსის დელტას. კაცობრიობის ცივილიზაციის ცენტრი იყო ყოველთვის აქ, ძვ.წ. 7000 წლიდან ძვ.წ. 500 წლამდე. ცივილიზაცია დაიბადა აქ, შუმერში, ტკვარ-არაქსის და შულავერის კულტურაში, აქადში, ძველ ეგვიპტეში, ელამში, შემდგომში ისტორიულ პროცესში ერთვებიან მცირე აზიის დომინანტი განმგებლები, ავტოქტონური, კოლხებთან მონათესავე ხათები და შემდგომში მათთან ინდო-ევროპელების შერევით წარმოშობილი ხეთები, ასევე ხამურაბის ბაბილონეთი, შემდეგ ასურეთი, დიაოხი, კოლხა, ტროა, მედეას ვაჟის მიერ დაარსებული პირველი სპარსული იმპერია - მიდიის იმპერია და ა.შ. სწორედ ამ რეგიონში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მოხდა ღვინის კულტურის დაბადება და აღზევება, მეტალურგიის შექმნა, მეფუტკრეობის, მიწათმოქმედების დაბადება, კერამიკის, ბორბლის გამოგონება, ყველა მთავარი შინაური ცხოველის მოშინაურება, სამხედრო საქმის ჩამოყალიბება. პირველი სახელმწიფოების, პირველი ცივილიზაციის, პირველი იმპერიების, პირველად გემთმშენებლობის და ფლოტის შექმნა, პირველი მწყობრი რელიგიური სისტემების ჩამოყალიბება, ასტროლოგიის და ასტრონომიის განვითარება. შემდგომში ამავე რეგიონში ყალიბდება დღეს მსოფლიოს უმიშვნელოვანესი რელიგიები: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი (ამავე თანმიმდევრობით, რომლებიც მთლიანად დგანან ამავე რეგიონში უფრო ძველად ჩამოყალიბებულ შუმერულ და ეგიპტურ რელიგიებზე). ახლო აღმოსავლეთში დაიბადა დამწერლობაც, როგორც ლურსმნული, ასევე იეროგლიფური და ანბანური. თითქმის ყველაფერს საფუძველი დაედო სამხ. კავკასია - ანატოლია - მესოპოტამიაში. ინდოეთშიც კი, ჩვენს რეგიონთან შედარებით 700-800 წლით გვიან შევიდა ბრინჯაოს კულტურა, 500 წლით უფრო გვიან შევიდა ბრინჯაოს კულტურა ეგვიპტეში, ვიდრე მტკვარ-არაქსში და 1500 წლით გვიან შევიდა ჩინეთსა და ევროპაში.


თუმცა მოდის ძვ.წ. მე-5 საუკუნე და მსოლფიო ისტორიის ცენტრი გადადის ჩვენგან ოდნავ მარცხნივ, ესაა საბერძნეთის ტერიტორია, ეგეოსის ზღვის აუზი. აქ მიმდინარეობს დიდი ბერძნულ-სპარსული ომები და იფურჩქნება ანტიკური კულტურა (რომელიც თავის მხრივ დაფუძნდა კოლხ-პელაზგთა მინოურ კულტურაზე). შემდეგ კიდევ უფრო დასავლეთით იწევს მსოფლიო ისტორიის სიმძიმის ცენტრი და ჩნდება რომის დომინაცია, მაგრამ დგება თუ არა ახალი წელთაღრიცხვა და პირველი საუკუნე, ისტორიის ცენტრი ისევ ინაცვლებს სამხ. კავკასია - ანატოლია - მესოპოტამიაში. იწყება რომისა და პართიის დიდი ომების სერია, რომელიც მესამე საუკუნემდე გრძელდება. ხდება ქართლის მეფე ფარსმან I-ის მიერ პართიის განადგურება, რომელზეც თავები აქვს მიძღვნილი ტაციტუსს და აღფრთოვანებულია ქართველი მეომრებით. შემდეგ ხდება დედაქალაქის კონსტნტინოპოლში გადმოტანა და დიდწილად მცირე აზიაში მდებარე ბიზანტიის იმპერია ხდება ცივილიზაციის ცენტრი, მისი დასუსტების შემდეგ კი ამ ცენტრის ფუნქციას მთლიანად იღებს საქართველოს სამეფო და დგება საქართველოს ოქროს ხანა. ამ დროს საქართველოს, რომელიც მთელ კავკასიას აერთიანებდა, ჰქონდა ის ფუნქცია და წონა მსოფლიოში, რაც ახლა გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს.


სვიმონ მასხარაშვილი



თუმცა დგება 1453 წელი, ეცემა ბიზანტიის დედაქალაქი თურქების მიერ და ამის მერე ჩიხში ექცევა სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთში კი მყარდება ისლამური რეჟიმები და მეორდება იგივე პროცესი, რაც დაემართა ევროპას ბნელ საუკუნეებში. რაც შეეხება ცივილიზაციურ ცენტრს - ის სრულიად გადადის დასავლეთ ევროპაში და წარმოიქმნება დასავლეთ ეევროპული იმპერიები და მათი სრულიად ტრიუმფალური დომინაცია დედამიწაზე.


დღეს ისევ დგება დრო, როდესაც ცივილიზაციური ცენტრი ანუ ისტორიული პროცესის განვითარების უმთავრესი ავანსცენა ინაცვლებს იმ ადგილას, სადაც ის ყოველთვის იყო - ახლო აღმოსავლეთში. აქ აქ, საქართველოს ედება ოქროს ფასი და კოლოსალურად იზრდება ჩვენი როგორც საფრთხეები, ასევე შესაძლებლობები. ახლა გვჭირდება ერთიანობა, ნაციონალიზმი, ძლიერი ლიდერები და ყველა შანსის გამოყენება, იქნება ეს ანაკლიის პორტი, ამერიკასთან გამყარებული სამხედრო-ეკონომიკური პარტნიორობა თუ სხვა. ცივილიზაციური ცენტრის ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება შეუქცევადი პროცესია და მან შეიძლება არათუ საუკუნეები, არამედ ათასწლეულები გასტანოს.


ჩვენ კი, ქართველებს გვეძლევა საშუალება რომ დავუბრუნდეთ გლობალურ ასპარეზს. ყველამ ვიცით ქართული ანდაზა - "დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში სულ არ იყო", ეს ქართველ ერზეა ზედგამოჭრილი. ბაყაყი რომ ოკეანეში ჩააგდო ვერ გადარჩება, მაგრამ ჭაობში ძალიან კარგად გრძნობს თავს. გემი კი ჭაობში დაიჟანგება, მისი ბუნებრივი მოქმედების არეალი ოკეანეა. საქართველო გემია, გლობალური, დიდი თამაში სჭირდება რომ გაძლიერდეს ყოველმხრივ, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო თუ სხვა ასპექტები. ეს გემი ჭაობშ მოექცა 1453 წლის კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ და ამიტომ დაიწყო მისი დაცემის, გათახსირების, გაღარიბების, გათითოკაცების "ჟანგვითი" პროცესი. დღეს, როდესაც ცივილიზაციური ცენტრი კვლავ ბრუნდება ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ გვიჩნდება ისტორიული შანსი, საკუთარი ქვეყანა და ერი დავაბრუნოთ გლობალურ სივრცეში, ოკეანეში და დავიბრუნოთ ჩვენთვის ბუნებრივი, ცენტრალური ფუნქცია.


წყარო: ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
486
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
486
  
24 იანვარი, 2:37
არა, შენზე არ მითქვამს არაფერი. ფეისბუქზე გამიპროტესტა ერთმა ჭკვიანმა კომუნისტმა და ისიც დაამატა, საიდან ამხელა ამბიციებიო :) ასე რომ შენ გამო არ დამიწერია, იმათთვის დავწერე, ვისაც გაუჩნდება მისი მსგავსი აზრები ამ სტატიის წაკითხვის მერე. ცალკე რომ არ ვუწერო კომენტარი, ბარემ დავაკოპირე რაც იმას ვუპასუხე :))
თორნიკე, მე ბერძნული ღმერთების ნუგბარი გისურვე შენი სტატიისთვის:))
და არაფერი გამიპროტესტებია, პირიქით, როდესაც ვკითხულობდი, საინტერესო მიგნებადაც კი ჩავთვალე მაშინდელი საქართველოს დღევანდელ აშშ-სთან შედარება. მართლაც ეგრე იყო და მე ვთვლი რომ, უფრო მეტადაც უნდა შეგვეტია, ანუ ჩვენი ენა, რელიგია და კულტურა უნდა მოგვეხვია თავზე ყველასთვის, მით უმეტეს მაშინდელი ახლო მეზობლებისთვის, როგორც სხვა აგრესორი იქცევიან მუდამ, ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რბილად და თბილად ვექცეოდით მათ, დამყრობლებად ყოფნა "უტყდებოდათ" ალბათ ჩვენს წინაპრებს, ციხიონებსაც კი უმნიშვნელო რაოდენობისას ვუყენებდით აღებულ ციხეებში. შედეგადად კი მივიღეთ ის, რომ ძირძველი ქართული ტერიტორიები თურქეთს და რუსეთს აქვს ამჟამად, უფრო მეტიც, 2-იოდე საუკუნის წინ გაჩენილი აზერბაიჯანის მუსულმანური სახელმწიფო (არაფერი მაქვს აზერთა საწინააღმდეგო, პირიქით ძალზედ დიდ პატივს ვცემ) უძველეს ქართულ მონასტერს გვედავება?! ეგრე მათხოვარს ყველა თავში უტყაპუნებს, თუ კაი ხასიათზე არაა.
22 იანვარი, 21:02
ზოგმა აშშ-ს მსგავს წონაზე გააკეთა ცინიკურ კომენტარები და რეალურად უფრო დიდი ფუნქცია ჰქონდა მაშინ საქართველოს. ალტერნატივები რამდენიმე აქვს დღეს შტატებს. მაშინ საქართველოს ვერ შეედრებოდა ვერავინ რეალურად. ინდოეთის მოსახლეობა იყო 30 მილიონი და ჩინეთის 50 მილიონი, მაშინ როცა კავკასიას რომელსაც მთლიანად ვაკონტროლებდით, ყავდა 15 მილიონი ადამიანი. ამ დროს ძალიან მეომარი ხალხები და თან გამართული, დავითის აწყობილი სამხედრო სისტემა, რომელმაც დასაწყის ეტაპზეც კი შეძლო და ირანის და თურქეთის გამანადგურებელი თურქული ტალღების მოგერიება თან ისე რომ არ წაუგია არცერთი ბრძოლა 30 ბრძოლიდან. ევროპა დაქუცმაცებული იყო სრულად და ამერიკები აღმოუჩენელი იყო. ასე რომ განუზომლად დიდი ძალა გვქქონდა მაშინდელი მსოფლიოსთვის იმდენად, რომ ვერავინ ბედავდა რეალურად დაპირისპირებას ოქროს ხანის საქართველოსთან. და ვინც ბედავდა ძალიან პირწმინდად წააგეს.
შენს პირს თაფლი და ამბროზია:)
0 1 4