x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
პერუ, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქვედა ბოლოებით თამაშობენ ფეხბურთელები

image ფეხბურთი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სპორტის სახეობაა და მას ასეულ ათასობით ადამიანი თამაშობს.
ძნელია მოძებნო მამაკაცი, რომელსაც თუნდაც ერთხელ არ უთამაშია ბავშვობაში ფეხბურთი.
სპორტის ეს სახეობა მართალია ევროპაში, კერძოდ კი ინგლისში გაჩნდა, მაგრამ ლათინურ ამერიკაში ის ლამის ეროვნულ სპორტის სახეობადაა აღიარებული, განსაკუთრებით კი ბრაზილიაში, სადაც ოკეანის სანაპიროზე გოგოებიც კი ბურთის ოსტატური ფლობის წარმოდგენებს დგამენ და ამით ერთობიან.
ლათინურ ამერიკაშია ასევე ქვეყანა –პერუ, სადაც მამაკაცების საფეხბურთო ლიგის გარდა ქალთა საფეხბურთო ლიგაცაა და ამაში გასაკვირიც არაფერი არ იქნებოდა რომ არა ერთი რამ! - გოგონები ფეხბურთს სპორტული შორტების ნაცვლად ქვედა ბოლოებში გამოწყობილები თამაშობენ.
სამოყვარულო და პროფესიულ ლიგებშიც გოგონებიც და ქალებიც ქვედა ბოლოებით თამაშობენ ფეხბურთს.
დიახ გრძელ ნაწნავებიან პერუელ გოგონებს ზევით ჩვეულებრივ ნომრებიანი სპორტული მაისურები აცვიათ, ქვევით კი ქალის ქვედაბოლოები, რაც ამ ისედაც აზარტული სპორტის სახეობას უფრო მეტად სანახაობრივს ხდის პერუში და არც ამ გოგონებს აკლიათ გულშემატკივრები და მაყურებლები.
image imageimageimageimage image imageimageimageimageimage













0
256
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
256