x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"13 წლი­დან და­ვი­წყე მე­ლო­დი­ე­ბის წერა, მოგვიანებით შევ­ქმე­ნი ბენ­დი"- გაიცანით ირაკლი კაპანაძე, მეორე ლაივკონცერტის ლიდერი "დიდი სცენიდან"
image


ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე „დიდი სცე­ნის“ კონ­კურ­სან­ტია და მე­ო­რე ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი. მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონს მისი ნამ­ღე­რი. ირაკ­ლი რუს­თა­ვი­და­ნაა და ძა­ლი­ა­ნაც უყ­ვარს თა­ვი­სი ქა­ლა­ქი. „სულ რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დი, ვსწავ­ლობ­დი, იქ ვსაქ­მი­ა­ნობ­დი. რაც სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, თბი­ლის­შიც მი­წევს ყოფ­ნა, “ - გვე­უბ­ნე­ბა კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ 20 წლის გახ­და... ირაკ­ლი იმა­საც გვიყ­ვე­ბა, რო­დის და სად და­ი­წყო მუ­სი­კის სწავ­ლა, ასე­ვე სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თვა.


„ბავ­შვო­ბი­დან მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით დავ­დი­ო­დი, ვმღე­რო­დი გუნდთან ერ­თა­დაც და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი... მუ­სი­კის გარ­და, მიყ­ვარ­და პრო­ექ­ტე­ბის წერა. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­კი­თხებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რუს­თავ­ქა­ლა­ქო­ბა­ზე რომ კეთ­დე­ბო­და, უფრო პრო­ექ­ტმე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით, ჩემი პრო­ფე­სი­აც მო­მა­ვალ­ში ეს იქ­ნე­ბა. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით, მე­ო­რე კურ­სზე ვარ. რო­გორც გი­თხა­რით, ბავ­შვო­ბა­ში მუ­სი­კას ვსწავ­ლობ­დი, ვუკ­რავ­დი, ვმღე­რო­დი გუნდში, სოლ­ფე­ჯი­ო­ზე დავ­დი­ო­დი - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ვით­ვი­სე, ვიდ­რე ცალ­კე მღე­რა, სოლო-მომ­ღერ­ლო­ბა. ამი­ტო­მაც ამ ყვე­ლა­ფერ­თან არ მქონ­და დიდი შე­ხე­ბა, არას­დროს არ­ერთ კონ­კურ­სში გა­მოვ­სულ­ვარ. თუმ­ცა ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მერე მივ­ხვდი, რომ სიმ­ღე­რის­თვის უნდა მი­მე­ხე­და და შევ­ქმე­ნი ბენ­დი, სოლო კა­რი­ე­რა და­ვი­წყე.


- ე.ი. მა­ნამ­დე არ გქონ­და ასე­თი მის­წრა­ფე­ბა.


- არა და ეს სურ­ვი­ლი 18 წლის ასაკ­ში მო­ვი­და. ბენდთან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბიც შევ­ქმე­ნი, რად­გა­ნაც მქონ­და სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რე­ბი.


image


- სიმ­ღე­რებს რა ასა­კი­დან წერ?


- 13 წლი­დან და­ვი­წყე მე­ლო­დი­ე­ბის წერა სო­უ­ლი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რო­კის ჟანრ­ში... ბენდში 5 კაცი ვართ. თა­ვი­დან რუს­თავ­ში ვუკ­რავ­დით, რად­გა­ნაც ად­გი­ლობ­რი­ვი ბენ­დი იყო, ახლა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და, შე­სა­ბა­მი­სად, რე­პერ­ტუ­არ­ზეც ვმუ­შა­ობთ.


- პრო­ექ­ტში რა­ტომ მოხ­ვე­დი?


- სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტე, რად­გა­ნაც ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არა მარ­ტო სიმ­ღე­რის კუ­თხით, სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­შიც გა­მო­მად­გე­ბა. ვი­ფიქ­რე, რომ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ხალ­ხს წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნე­ბო­და ჩემ­ზე. ალ­ბათ ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს იყო. მერე რო­დე­საც შოუს სა­რეკ­ლა­მო კად­რე­ბი ვნა­ხე და გა­ვი­გე, რომ მომ­ღე­რა­ლი ნატო მე­ტო­ნი­ძე ჟი­უ­რი­ში იქ­ნე­ბო­და, გა­მი­ხარ­და, ჩავ­თვა­ლე, რომ ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სი იქ­ნე­ბო­და და ამი­ტო­მაც მო­ვე­დი.


image


- კმა­ყო­ფი­ლი ხარ?


- კონ­კურ­სან­ტებს დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს, სა­ო­ცა­რი მხარ­და­ჭე­რა თვი­თონ პრო­ექ­ტის სტა­ფის­გან. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ბენდთან ერ­თად გვაქვს, - ესეც დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გვძენს. მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გვი­წევს ყოფ­ნა და არ გვბეზ­რდე­ბა, არ ვიღ­ლე­ბით, კონ­კურ­სან­ტე­ბიც ვმე­გობ­რობთ, ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებთ და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ.


- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?


- სცე­ნას მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ამ­ხე­ლა სცე­ნას არა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი ჯერ ის იყო, რომ სა­ერ­თოდ ათე­ულ­ში მოვ­ხვდი, რად­გა­ნაც დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. რომ ვერ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, არც გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, ვინც გა­და­ვი­დო­და, ჩემ­ზე ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, მოვ­ხვდი და დღეს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ვმღე­რი, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მოწ­ვე­ვაა, რომ უფრო მე­ტად გა­ვუმ­ჯო­ბეს­დე რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნე­ბა - ეს პრო­ექ­ტი ამა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ამას­თან, ხალ­ხის სა­ო­ცარ მხარ­და­ჭე­რას ვხე­დავ და რო­გორც კონ­კურ­სანტს მაქვს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, ფი­ნალ­შიც ვიდ­გე. პე­და­გო­გე­ბი, რე­ჟი­სო­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ჩემი თავი ვი­პო­ვო. მოკ­ლედ, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ვთქვა - საპ­რო­ექ­ტო ბიჭი აღ­მოვ­ჩნდი.


image


- გის­მენ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ...


- თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და 14 წლი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, - ფლა­ე­რებს ვა­რი­გებ­დი, პლა­კა­ტებს ვაკ­რავ­დი, - მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი სა­მუ­შაო და­ვი­წყე. 16 წლი­სა ბარ­ში ვმღე­რო­დი, კა­ფე­ში ვუკ­რავ­დი. სულ ვცდი­ლობ­დი, ჩემი ფული მქო­ნო­და და ოჯახ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამა­ში ოჯა­ხიც ხელს მი­წყობ­და. აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­მი­წო­დებ­დნენ...


პა­ტა­რა ასა­კი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და... ჰო, კი­დევ რეს­ტო­რან­შიც ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ვმღე­რო­დი, სა­დაც უამ­რავ ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი, ყვე­ლას თა­ვი­სი ხედ­ვა, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს და უნდა რა­ღაც­ნა­ი­რად და­ა­ბა­ლან­სო მათი სურ­ვი­ლე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ღა­მეც მი­მუ­შა­ვია, დამ­ღლე­ლი კი იყო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე.


image


გა­მოც­დი­ლე­ბა იმ კუ­თხი­თაც მი­ვი­ღე, რომ სამი თვე ამე­რი­კა­ში ვი­ცხოვ­რე - რო­გორც სტუ­დენ­ტი გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თე. ამის­თვის ბევ­რი ეტა­პი გა­ვი­ა­რე - ინ­გლი­სუ­რი ენის ბა­რი­ე­რი, დამ­საქ­მე­ბელ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ტეს­ტი­რე­ბე­ბი. ამ პროგ­რა­მით მო­ვი­ა­რე - ნიუ-იორ­კი, ლოს ან­ჯე­ლე­სი... სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ყო­ველ­დღე ვმუ­შა­ობ­დი... ამ ყვე­ლაფ­რით რა კარ­გი ბიჭი ვარ-მეთ­ქი, ამის თქმა კი არ მინ­და... უბ­რა­ლოდ, ვამ­ბობ, რომ ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბით სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამას­თან, არას­დროს ვკარ­გავ თვითკრი­ტი­კის გრძნო­ბას...

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0