x
image
Yoona
Mediator image
როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან
საფრანგეთი - ქვეყანა, სადაც შეუძლებელია არ გასინჯოთ უგემრიელესი მაკარონები, დესერტები და სხვა ცხიმიანი კერძები და არ დალიოთ გემრიელი ღვინო ვახშამზე. ტურისტებისთვის ასეთი კვება საკმაოდ მისაღებია, რადგან ისვენებენ და შეზღუდვებზე არ ფიქრობენ. როგორ ახერხებენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ფრანგი ქალები მიირთვან ასეთი კალორიული საკვები და მაინც მოხდენილი ფორმები ჰქონდეთ? რაში მდგომარეობს საიდუმლო?


image

სიმართლეა თუ მითი?

თუ თვლით, რომ ფრანგი ქალების მოხდენილი ფორმები მხოლოდ სტერეოტიპია, შეხედეთ ლეტიცია კასტას. Victoria’s Secret და L'Oréal-ის მოდელი ირწმუნება, რომ დიეტა არასდროს დაუცავს და პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. სხვა ცნობილი ფრანგი ქალი, ვანესა პარადი, რომელსაც ხშირად „პატარა ანგელოზს“ უწოდებენ, ასევე იდეალურ ფორმებს ფლობს.



image

სხვათა შორის, ლამაზი სხეულით მხოლოდ თანამედროვე ფრანგი ქალები არ გამოირჩევიან. შეგვიძლია გავიხსენოთ მომღერალი, მსახიობი და მოდელი ბრიჟიტ ბარდო, რომელიც 1950-60-იან წლების სექს-სიმბოლო იყო. მას თითქმის იგივე პარამეტრები ჰქონდა, როგორც მერილინ მონროს (ბარდო სიმაღლე 166 სმ, წონა 54 კგ, ხოლო მონრო - სიმაღლე 168 სმ, წონა 57 კგ), მაგრამ ვიზუალურად 50 სმ წელით უფრო სუსტი ჩანდა, ვიდრე მისი ამერიკელი კოლეგა.

რა წესებით ცხოვრობენ ფრანგი ქალები, რომ დიდი ცდუნების მიუხედავად მოხდენილი ფორმების შენარჩუნებას მაინც ახერხებენ?


ხარისხი და არა რაოდენობა

ფრანგი ქალები მხოლოდ ხარისხიან პროდუქციას მიირთმევენ. თუ ირჩევენ ბაგეტს, მხოლოდ ახალ გამომცხვარს, თუ ხილს ან ბოსტნეულს, ყოველთვის ყველაზე წვნიანს და მწიფეს, თუ ზეთს, მხოლოდ ნატურალურს.

image

ტურისტები საფრანგეთის კაფე-რესტორნებში უჩვეულოდ პატარა ზომის პორციებით გაოცებულნი არიან. ამას თავისი უპირატესობა აქვს. როგორც წესი, ფრანგები კალორიული და მძიმე პროდუქტების მიღებით მხოლოდ მცირე პორციებით კმაყოფილდებიან და საჭმლის გემოთი და არა რაოდენობით სიამოვნებას იღებენ. მათთვის ეს მარტივია, რადგან თავიდანვე ამ კულტურით გაიზარდნენ.


გაზრდილი აქტივობა და ბალანსის გრძნობა

საფრანგეთში ცხოვრების წესი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ძალიან აქტიურია. აქ ხალხი ფეხით ან ველოსიპედით სიარულს მიჩვეულია. ფრანგ ქალებს ინტენსიური მოძრაობა არ უყვართ, ამიტომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ავტომობილს გაურბიან.

image

ფრანგი ქალები საკვებთან მიმართებაში გულწრფელნი არიან. მათ იციან, რომ ძალიან ტკბილი ან ცხიმიანი საკვების მიღება ორგანიზმს ზიანს აყენებს. ბევრი პროდუქტი ნაციონალურ მენიუში, მაგალითად ფუა-გრა კუჭისთვის მძიმედ ითვლება. ქალები მათ ჭამენ, ოღონდ ძალიან იშვიათად.

ფრანგები ორგანიზმს ნატურალური პროდუქტებით იწმენდენ. მხოლოდ თბილ წყალს სვამენ ლიმონის წვენთან ერთად ან ნატურალურ იოგურტს ყოველგვარი დანამატების გარეშე, რომ ნაწლავები ტოქსინებისგან გაიწმინდონ.

image

იყო სრული - დისკომფორტია

ფრანგი ქალები საკვებს მხოლოდ გარკვეულ საათებში იღებენ, დანარჩენ დროს ესპრესოს ან ჩაის სვამენ, მაგრამ ორგანიზმს საკვებით არ ტვირთავენ.

მთავარ მოტივაციას დისკომფორტი წარმოადგენს. საფრანგეთში ჭარბი წონის ქონა არაკომფორტულია. ლიფტები და ტრანსპორტის სკამები ძალიან ვიწროა, ძალიან ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მოხდენილი ფორმების მქონე ქალების ტანსაცმელი იყიდება. გარდა ამისა, ფრანგები საკმაოდ გულახდილები არიან და ამას აუცილებლად გეტყვიან.

image

ფრანგების კვების სისტემაზე გადადით და მადის კონტროლი ისწავლეთ. ასე ჯანსაღი წონის მიღწევას შეძლებთ, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

image

არ ჭამოთ ის, რაც არ შეიძლება: ორგანიზმის გაწმენდა 7 დღეში

image

დიეტა ქათმის ფილეთი - ასეთს არ ველოდი

image

დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

image

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

image

0
649
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
649