x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხატვის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო
21 იანვარს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთობლივი კონკურსის - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო.

საღამო გახსნეს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა-მადონა მაქაცარიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა-გიორგი ფიფიამ.

დამსწრე საზოგადოება დალოცა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა-დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ. კონკურსის მიმდინარეობის შესახებ სლაიდშოუს ფონზე ისაუბრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა-ირმა კვირკვიამ. სიტყვით გამოვიდნენ ჟიურის წევრები:ზამირა ღადუა-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური; ეკატერინე კიფაია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე; ელენე ფიფია-მხატვარი; აბელ კალანდია-ზუგდიდის არტ-გალერეას ხელმძღვანელი.

კონკურსში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.


კონკურსის გამარჯვებულები: უფროსი ასაკობრივი ჯგუფი: 1.გიორგი კორთხონჯია- XI კლასი, წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია 2.ანა ზუხბაია-X კლასი, ჯუმის საჯარო სკოლა 3.შუშანიკ ზუმაძე- XII კლასი, ჩხორიის საჯარო სკოლა; მარიამ თირქია- X კლასი, ყულიშკარის საჯარო სკოლა

საშუალო ასაკობრივი ჯგუფი: 1.მარიამ კვიციანი- VIII კლასი, ზედაეწერის საჯარო სკოლა 2.ნიკოლოზ ცანავა- VIII კლასი, წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია 3.სანდრო ავალიანი- VIII კლასი, გრიგოლიშის საჯარო სკოლა; ლიზა ლომაია- VII კლასი, საჩინოს №1 საჯარო სკოლა

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი: 1.ცირა ფარულავა- IV კლასი, №6 საჯარო სკოლა 2.რეზი კიკალია- III კლასი, №2 საჯარო სკოლა 3.მარიამ ფიფია- III კლასი, წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია

კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ: მარიამ ნარუშვილი- IV კლასი, ცაიშის საჯარო სკოლა; ანი მაქაცარია- IX კლასი, წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; ლიკა აკობია-XII კლასი, დარჩელის №1 საჯარო სკოლა; ქრისტინე როგავა- XI კლასი, ჯუმის საჯარო სკოლა; ანანო ჯოლოხავა- X კლასი, ჯუმის საჯარო სკოლა; მარიამ ნარმანია- XI კლასი, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა; ნინი ქუთელია- X კლასი, ჯუმის საჯარო სკოლა; სანდრო ღაჭავა- VIII კლასი, რუხის საჯარო სკოლა; ვერიკო ნარმანია- VII კლასი, კოკის საჯარო სკოლა; სანდრო გოგია- VI კლასი, რიყის საჯარო სკოლა.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის №2საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის მკითხველებმა- დიმა და კესო გოგილავებმა, ანასტასია კიკალიშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

imageსაღამოს ესწრებოდნენ ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგელბი, მოსწავლეები, მშობლები.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ირმა კვირკვია
ირმა კვირკვია
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0