x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
ძალიან მაგარია! ამსტერდამის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების დავალიანებას დაფარავს!

ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა შემოიმუშავა ახალი გეგმა და გამოაცხადა ძალისხმევა ახალგაზრდების დავალიანების თავიდან ასაცილებლად. მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბანკი ახალგაზრდების ვალებს შეიძენს, რათა მათი ყურადღება განათლებისკენ და ახალი პროექტებისკენ გადაამისამართოს.


image





მკვლევართა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ აშშ-ს ფასიან სასწავლებლებში სტუდენტების 35 %-ს ფინანსური პრობლემები აქვს. ზოგიერთი მათგანის ვალი იმდენია, რომ მის დაფარვას მთელი ცხოვრება ვერ შეძლებს. უფასო სასწავლებლებით გამორჩეულ ევროპაშიც სერიოზული კრიზისია, რაც განათლების დონეს საკმარისად ამცირებს. გამოსავლის ძიებაში მყოფმა ნიდერლადების მთავრობამ სტუნდეტებს ახალი გამოწვევა შესთავაზა. დედაქალაქ ამსტერდამში ახალგაზრდების ვალებს მუნიციპალიტეტის ბანკი შეიძენს.


image





ქალაქის გამგეობის განცხადებით, ახალგაზრდებს ექნებათ უმაღლესი განათლების მიღების მეორე შანსი.

image


Sputnik -ის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული კერძო ბანკი ახალგაზრდების ვალს თებერვალში შეიძენს.







თითოეულ კრედიტორს დააკისრებენ 750 ევროს გადახდას, რომელიც მუნიციპალურ ბანკში უნდა გადაიხადონ.

image

პროგრამაში მონაწილე თითოეული ახალგაზრდა კონსულტაციებს გაივლის ბანკის თანამშომელთან, შემდეგ იმუშავებს ამ საკითხებისთვის დანიშნულ სპეციალურ თანამშრომლებთან, რათა მოამზადოს სახელმძღვანელო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი დავალიანების ანაზღაურებას, გადავადებას ან წაშლას.






სტატისტიკის თანახმად, ამსტერდამის 18-34 წლის ასაკის მოსახლეობის 34 % აქვს დავალიანება.


image


ნიდერლანდებში(ყოფილი ჰოლანდია) სტუნდების მიერ აღებული კრედიტის საშუალო მაჩვენებელი 2015 წელს 12 400 ევრო იყო, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებლი 1 300 ევროთი გაიზარდა. ამჟამად 1 400 000 ჰოლანდიელ ახალგაზრდას ბანკის ვალი აქვს. ამსტერდამის მერის განცხადება: "ჩვენ ახალგაზრდებს გავათავისუფლებთ სტრესისგან. ისინი რაც უფრო უკეთესად მიიღებენ განათლებას, მით უფრო ნაკლები ვალი ექნებათ მუნიციპალიტეტის ბანკში გადასახდელი" .





























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



6 ქანდაკების ისტორია, რომელიც ყველა ადამიანის გრძნობებზე ძლიერად მოქმედებს

image





ცნობილი ისტორიული პირები, რომლებიც სინამდვილეში არც კი არსებობდნენ!

image





ფოტოები მათთვის, ვისაც პარეიდოლიის გაეგება (18 ფოტო)

image





გადარჩენილი კაცობრიობა: მზის ქარიშხალი 1859 წელს

image





რატომ ჯობია იყო დაბალი, ვიდრე მაღალი - სახალისო ილუსტრაციები

image







0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0