x
მეტი
  • 19.02.2020
  • სტატია:99373
  • ვიდეო:344568
  • სურათი:461770
ვიდეო: მსოფლიოში მომხდარი ყველაზე დიდი ძარცვები
image



კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ფულის ნიშანის გაჩენის დღიდან, უამრავი ყაჩაღობა მომხდარა. იოლად გამდიდრების სურვილი ხშირად ადამიანს დანაშაულისკენ უბიძგებს. ჩვეულებრივ, დიდი ბანკები, ან მდიდარი ხალხი და მათი ქონება ხდება ყაჩაღობის ობიექტები. მაგრამ ისტორიაში მოხდარა ისეთი ძარცვები, რომლებიც უბრალოდ გასაოცარია მათი მასშტაბით.



ერთერთი ყველაზე დიდი ყაჩაღობა მოხდა 1987 წელს ლონდონში. იდეა თავში მოუვიდა გამოცდილ ქურდს, რომელმაც იტალიაში, თავის სამშობლოში რამდენიმე ქურდობის შემდეგ გადაწყვიტა ინგლისში გადასვლა.


აქაც მან არ უღალატა თავის ჩვევებს და თანამზრახველთან ერთად ბანკი გაძარცვა. მათ ბანკის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ სურდათ საკუთარი ანგარიშის შემოწმება და მოახერხეს დეპოზიტარში შესვლა. მცველი, არც თუ ისე ყურადღებიანი აღმოჩნდა და ქურდებს გაუმართლდათ.



მათ, არა მხოლოდ, მოახერხეს ბანკის შიგნით შესვლა, არამედ იარაღიც შეიტანეს. მცველების განეიტრალების შემდეგ, ყაჩაღებმა უსაფრთხოდ ამოიღეს საცავიდან დაახლოებით 113 მილიონი დოლარი. იმისთვის, რომ არავინ არ შესულიყო დეპოზიტორში, მათ შესასვლელთან ჩამოკიდეს წარწერა, რომელ დროებით იყო ჩაკეტილი.


სანამ პოლიცია მოვიდოდა, დაახლოებით ერთი საათი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ქურდებმა უკვე მოახერხეს შორს წასვლა. შემდგომ, ისინი დაიჭირეს, იტალიელს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არაფერია ცნობილი მისი თანამზრახველის ბედის შესახებ. ჯერჯერობით დღემდე ვერავინ შეძლო ამაზე უფრო დიდი თანხის ქურდობა.




image


2005 წელს, ბრაზილიაში მოხდა სიდიდით მეორე ყაჩაღობა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ოფისს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფორტალეზაში, თავს დაესხნენ.



ქურდებმა ყველაფერი ზედმიწევნით მოიფიქრეს. მათ წინასწარ შეათვალიერეს დაწესებულება, სახლიც კი იქირავეს, რათა, გვირაბის გაეთხარათ ბანკამდე. მიწისქვეშა გვირაბის სიგრძე 800 მეტრი იყო.



გვირაბში ყაჩაღებმა შექმნეს კომფორტული პირობები საკუთარი თავისთვის: სინათლე გაიყვანეს, ასევე, მათ გააკეთეს მსუბუქი სავენტილაციო სისტემა და ტელეფონიც კი დადგეს. მათ ბანკიდან თითქმის 77 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხეს. ეს ქურდობა გინესის რეკორდების წიგნია ჩაწერილი, როგორც ბრაზილიის ბანკის უმსხვილესი ძარცვა სახელმწიფოს ისტორიაში.


ძარცვაში მონაწილეობა მიიღო 10 ადამიანმა, 2 დაპატიმრეს საკმაოდ სწრაფად. მათ მოახერხეს სხვა შტატში გადასვლა, მაგრამ სიხარბემ სძლია ქურდები, ისინი კი არ დაიმალნენ, არამედ, მაშინვე დაიწყეს ფულის ხარჯვა.




image



მანქანების ავტოსალონის მეპატრონეს უცნაურად მოეჩვენა ის ფაქტი, რომ 2 ადამიანმა ერთდროულად იყიდა 8 ძვირადღირებული მანქანა, თანაც გადაიხადეს ნაღდი კუპიურებით. ბანკში მოპარული ყველა ფული ვერ იპოვნეს.


ამ დრომდე, ბრაზილიის მაცხოვრებლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თანხის გარკვეული ნაწილი პოლიციელებმა თავად წაიღეს, რომლებიც მათი აზრით, საქმეში იყვნენ. აღმოჩნდა, რომ სიგნალიზაცია არ მუშაობდა, მაგრამ რატომ, გაურკვეველი იყო.


შესაძლებელია, რომ ქურდებმა თავად გამორთეს სიგნალიზავია, ან შეიძლება მათ ჰყავდათ საკუთარი ხალხი, რომლებიც ბანკში მუშაობდნენ. შემდგომში, სახლი, სადაც კრიმინალები ცხოვრობდნენ, პოპულარული გახდა. ცნობისმოყვარე ტურისტები და ბრაზილიელები იქ ხშირად ჩადიან.







0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0