x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო; პუტინი გერმანიაში ყოფნის დროს ფოტოსესიის დროს დაკარგეს
image



კრემლის ჟურნალისტმა დიმიტრი სმირნოვმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სახელმწიფოს მეთაურები ეძებენ ვლადიმერ პუტინს.


ქვეყნების ლიდერებმა დაიკავეს თავიანთი ადგილები, საერთო ფოტოს გადასაღებლად, მაგრამ მათ ვერ იპოვეს რუსეთის პრეზიდენტი.



ქვეყნების ლიდერები ორ რიგში დადგნენ ლურჯი ბანერის ფონზე. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეშფოთებულნი იყურებოდნენ გარშემო, ერთმანეთს რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკეს და კვლავ დაიწყეს გულდასმით გარშემომყოფების სახეების თვალიერება. ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წამში გამოჩნდა. მაკრონმა ხელი პირველად დაუქნია.



კონფერენციის ოფიციალურ დაწყებამდე, ვლადიმერ პუტინი ესაუბრა ანგელა მერკელსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონი გუთერიშს. საუბარი რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. რუსეთის ლიდერი მიესალმა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონს და მის იტალიელ კოლეგას ჯუზეპე კონტეს.


19 იანვარს აიღო სტარტი ლიბიის საერთაშორისო სამიტმა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ბერლინის განყოფილებაში მიმდინარე ღონისძიებაზე, მსოფლიოს ათეულობით მთავარი ფიგურაა წარმოდგენილი.


მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კონფერენციის ძირითადი საკითხები თითქმის შეთანხმებულია. ისინი ეხება ზავს, იარაღის შემოტანის აკრძალვას, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ალგორითმის შექმნას, ჰუმანიტარული კანონის დაცვას და სხვა მრავალ საკითხს.



0
457
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0