x
image
ნათია ჩხობაძე
გაიღიავეთ ბიკინის ზონის ჩამუქებული ნაწილები- 4 რეცეპტი, 100% შედეგით
ბიკინის ზონის ჩამუქებული ნაწილები დისკომფორტია, განსაკუთრებით ბანაობის სეზონის დროს. გთავაზობთ სახლში მოსამზადებელ მარტივ რეცეპტებს, რომლებსაც ძალიან კარგი შედეგის მოტანა შეუძლიათ.

1. თაფლი, ნუშის ზეთი და ლიმონი.

თაფლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს მაღალი ანტიბაქტერიული ძალა აქვს. ნუშის ზეთი უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს და რბილს ხდის მას. ლიმონის წვენი ათეთრებს კანს . შედეგად, თქვენ მიიღებთ სასურველ ეფექტს რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

მომზადება: 1 სუფრის კოვზ ნუშის ან ქოქოსის ზეთს შეურიეთ, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ასევე დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი და კარგად აურიეთ.




წაისვით კანზე და დაიტოვეთ ოცი წუთის განმავლობაში . ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაიტარეთ ძილის წინ ყოველ საღამოს. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, გამოიყენეთ ფორთოხლის წვენი.image

2.თაფლი, იოგურტი და შაქარი

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კეფირი ან იოგურტი, შემდეგ კი დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი.

ეს ნარევი უნდა დაიდოთ კანზე წრიული მოძრაობით. მასაჟის გაკეთება საჭიროა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნარევი კვირაში ორჯერ. შედეგად, ეს აღიავებს ინტიმურ არეალს და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.

3. ხაჭო ლიმნით
შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1-2 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა. დაიდეთ 15 წუთის განმავლობაში კანზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. ყავა, შაქარი და მარილი

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ყავა, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ზეთი და ზღვის მარილი. მასაჟის მოძრაობებით წაისვით სველ კანზე და დატოვეთ მოქმედებისთვის 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეიზილეთ კიდევ 1-2 წუთი და ჩამოიბანეთ.

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0