x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
იოანეს გამოცხადება

ინცენირებული ახალი აღთქმის აუდიო წიგნი, იოანეს გამოცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია რათა ადამიანები ჩაფიქრდნენ და მეტი დრო დაუთმონ სულიერ ცხოვრებას.ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია.ხშირად მოიხსენიებენ როგორც აპოკალიფსი(ბერძნულად.გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება, ).შექმნილია ჩვენ წელთაღრიცხვით 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოგლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ ერთი და, ამავ დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული.პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგი:საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა:"მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი;რასაც ხედავ, დაწერე წიგნი და დაუდზავნე შვიდ ეკლესიას...გამოცხ. 1, 8-11.ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად:მაგ.წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი-666, ბაბილონი-დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავით და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა."იოანეს გამოცხადება"შეიცავს ღვთი საიდუმლოებებს.უფამი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია.

2
122
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი 21
გიორგი 21
122
  
2012, 5 აგვისტო, 21:59
ბიბლიის თანახმად, უფალ იესო ქრისტეს მოსვლა უხილავი უნდა ყოფილიყო, ანუ მხოლოდ ის ადამიანები მიხვდებოდნენ, ვინც იმ დროისათვის სულიერად ფხიზლად იქნებოდნენ და სულიერი განათლება ექნებოდათ. რაც შეეხება, ქვეყნიერების განსჯას, ზუსტი დროისა და ვადის შესახებ იესოს არაფერი უთქვამს, თუმცა თქვა ნიშნები, რომლის მიხედვითაც უნდა ამოიცნონ ქრისტეს მოსწავლეებმა ქვეყნიერების აღსასრულის დადგომა. ეს ნიშნები მათეს 24-ე თავში, მარკოზის 13:4-10, ლუკას 21:6-19-შია მოცემული.
2012, 5 აგვისტო, 21:50
გამოქვეყნების წინ სტატია არ გადაგიკითხავს? ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომები გაქვს.
0 1 2