x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99526
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე ხალხი შხაპს ზედმეტად ხშირად იღებს
ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ შხაპი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც ყოველდღე უნდა შეასრულოთ.

image

ზოგიერთი შხაპის მიღებას ბოლო წუთამდე გაურბის და როცა საშინელი მომენტი დგება, ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთებას ცდილობს.



თუ ამ ჯგუფს მიეკუთვნებით და გაწუხებთ კითხვა, თუ რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი, პასუხს მეცნიერები გაგცემენ: არც ისე ხშირად, როგორც ადამიანები თვლიან.

ორი დერმატოლოგის კვლევა აშშ-დან აჩვენებს, რომ ხალხი შხაპს საჭიროზე მეტად იღებს.


ჯოშუა ზეიჰნერის თქმით, რომელიც ნიუ-იორკის საავადმყოფოში Mount Sinai მუშაობს, ის, რამდენად ხშირად ვიღებთ შხაპს და ის, რასაც სხეულის სუნს ვუწოდებთ, სინამდვილეში გარკვეული კულტურით და სოციალური ფაქტორით განპირობებული ილუზიაა.

დერმატოლოგი ბოსტონიდან, ექიმი რანელ ჰირში ზეიჰნერს ემხრობა:ადამიანები თვლიან, რომ შხაპი იმაზე ხშირად უნდა მიიღონ, ვიდრე საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავაცნობიეროთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს იდეა სოციალური ნორმიდან გამოდის.


ყოველდღე შხაპის მიღების ფსევდო-ნორმა კარგი რეკლამიდან მოდის.

image

კეტრინ აშენბურგის თქმით, რომელიც წიგნის The Dirt on Clean: An Unsanitized History ავტორია, აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ ტუალეტის საპნის რეკლამა საკმაოდ პოპულარული გახდა. ამერიკელები სხეულის სისუფთავის მიმართებაში უფრო სერიოზულები გახდნენ, ვიდრე ევროპელები

1920 და 30-იან წლებში სულ უფრო და უფრო მეტი ქალი სამუშაოზე გამოვიდა. ამასთან, ხალხი უფრო მეტად არა ფერმაში, არამედ საწარმოებში მუშაობდნენ. ამან სუფთა სუნის გაგება გამოიწვია. დეილ კარნეგის წიგნები წარმატებისა და შთაბეჭდილების მოსახდენად სისუფთავის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.


საქმე იმაშია, რომ საჭიროზე მეტი შხაპის მიღებით სხეულს შეიძლება ზიანი მიაყენოთ.

ზეიჰნერის და ხირშის აღწერით, ხშირმა დაბანამ (განსაკუთრებით ცხელი წყლით) შეიძლება თქვენი კანი გამოაშროს და დისკომფორტი გამოიწვიოს. ასევე დაბანის პროცედურებმა შეიძლება კარგი ბაქტერიები მოკლას, რომელიც კანზე ბუნებრივად არსებობს, და დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ.

ორივე ექიმი ხაზს უსვამს: ბავშვები ყოველდღე არ დაბანოთ, ეს უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ზეიჰნერის თქმით, უსიამოვნო ბაქტერიებზე ნაადრევი ზემოქმედება უფრო გვიანდელ ასაკში კანს უფრო მგრძნობიარეს ხდის.

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აქტივობა და კლიმატი, რომელშიც ცხოვრობთ, ასევე განსაზღვრავს, თუ რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი, მაგრამ ყოველდღიური შხაპი არავითარ შემთხვევაში რეკომენდებული არაა. რეკომენდებულია შხაპი ორ დღეში ერთხელ მიიღოთ, ან სამ დღეში ერთხელ.


თუ დისკომფორტს განიცდით, რომ შხაპს ყოველდღე არ იღებთ, შეგიძლიათ სხეულის გარკვეული ნაწილები დაიბანოთ. ასე უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს გაანეიტრალებთ. ასე ყოველდღე ახალი სუფთა სავლები უნდა გეცვათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

სილამაზის ექსპერტი ირწმუნება, რომ ყოველდღე მეტროთი მგზავრობა ნაადრევ სიბერეს იწვევს

image

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ

image

ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა

image

რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ

image

მეცნიერები: ტატუს მქონე ადამიანები უფრო რისკიანები არიან, მაგრამ უძილობით იტანჯებიან

image

0
522
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
522