x
მეტი
  • 23.02.2020
  • სტატია:99526
  • ვიდეო:344635
  • სურათი:461951
“ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება” – ნახეთ, რამ აღაშფოთა ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება, გვარამიას თქმით, საბჭოთა კავშირი საქართველოში სწორედ ისეთი ადამიანებით ბრუნდება, როგორიც თეა წულუკინია. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ - ლეიტენანტი ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ისეთი "საზიზღრობა" როგორიც წულუკიანია: "ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი. ასე ბრუნდება საბჭოთა კავშირი ჩვენს სახლებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. და დროზე თუ არ მოვუღებთ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს - მთავარ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა კავშირის მთავარ დამნერგავს რეგიონის ოდესღაც ყველაზე ლაღ და თავისუფალ ქვეყანაში, სამუდამოდ და შეუქცევადად წავალთ მოუსავლეთში. ps ერთპიროვნული, ხუთსახოვანი თუ ათასთვალიანი, გაუთავებლად იდაოს ყველამ (მასშტაბური ფიგურებიც იმისია, რომ მათზე იდაონ. აბა სწორხაზოვნად კარგი და ცუდი ისტორიამ არ იცის). თუმცა, არ მგონია საომარი მოქმედების გამოცხადებად ღირდეს გინდა ერთი, გინდა მეორე პოზიცია, ცოტა უხერხულიც კია თავისუფალი ხალხისთვის. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მარტო სააკაშვილის დროს იყო ეს ქვეყანა დასავლეთი და გაბუს მრავალწახნაგოვანი შინაგანი სამყაროს და თავისუფლების, ნიკას განათლების და შრომისმოყვარეობის უპატრონოდ რეალიზაციის, ნოდარს თავისი ნიჭის და კარიერის სხვისი ხელშეწყობის გარეშე თავბრუდამხვევად განვითარების და მრავალი სხვა ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა, პირველ რიგში, ზუსტად ამ მიშას და ასევე მისი გუნდის დამსახურებაა" - დაწერა გვარამიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა, ლომჯარიას განცხადებით, 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების პრაქტიკა გამოიკვეთა. ომბუდსმენის აღნიშნულ მოხსენებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, მისი თქმით, ციხეებს სახელმწიფო მართავს და იქ არანაირი კრიმინალური მმართველობა არ არის.




0
624
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
624