x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს

imageწუხელ სტოკჰოლმში ჩატარდა The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ლევან აკინის შვედურ-ქართული ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.ამის შესახებ წერს Cineuropa.



ფილმმა ერთბაშად სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:როგორც "წლის საუკეთესო" ფილმი, თავად ლევან აკინს გადაეცა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.


შვედური ნაციონალური პრემია Guldbagge (ოქროს ხოჭო)კინომატოგრაფიის დარგში 1964 წლიდან დაწესდა, დაჯილდოება ყოველი წლის იანვარში იმართება.

image შვედურ-ქართული დრამატული ფილმის პრემიერა "და ჩვენ ვიცეკვეთ რომლის რეჟისორია ლევან აკინი გაიმართა კანის კინოფესტივალზე 2019 წლის 16 მაისს, ფილმი წარდგენილი იყო "ოსკარის" პრემიაზეც, როგორც საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი, თუმცა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა.

1
125
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
125
  
2020, 22 იანვარი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1