x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არავინ ეკითხება ვინ - სად მივა. ვწუხვარ რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ."- ნანუკა გიორგი გაბუნიაზე

image



ჟურნალისტი და "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემა "პოსტფაქტუმში" გასულ გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმაურება, ჟურნალისტის თქმით, არავის საქმე არ არის, თუნდაც ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის ან რომელიმე, ცალკეული ჟურნალისტის ვინ სად როდის წავა. ტელეწამყვანის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობასთან დაკავშირებით გაკეთებული გიორგი გაბუნიას განცხადება სხვა არაფერი იყო თუ არა ქოცური ნარატივი: "ვაახ, რა ამბები გამომიტოვებია:) როდის იყო ჩვენ ვწყვეტდით ვინ, სად მოვა. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ტელევიზია და ცალკეული ჟურნალისტი, მაინც არავინ ეკითხება ვინ-სად მივა. თუმცა პირადი მოსაზრება ყველას შეუძლია ჰქონდეს:) ოცნებებიც. რაც შეეხება მიშას ერთპიროვნულ მმართველობას, რომელიც გაბუს თქმით თურმე ყოფილა, ძალიან ქოცური ნარატივია და ვწუხვარ რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ." - დაწერა ტელეწამყვანმა ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემის მონოლოგს მოჰყვა, სადაც წამყვანმა ყოფილი პრეზიდენტის ერთპიროვნულ მმართველად დაბრუნდება სამომავლოდ, კატეგორიულად გამორიცხა. სააკაშვილი ტელეწამყვანის ამ სიტყვებს მალევე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მისი თქმით, გაბუნიას თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა ქართველი ხალხისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევის უფლებას არ აძლევს.


0
305
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305