x
image
Yoona
Mediator image
იცნობდე შენს მტერს: 5 მეთოდი ზამთრის სევდის გასაქარვებლად
ზამთარში განწყობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს.

image

იცნობდე შენს მტერს

ფსიქიატრ ნორმან როზენტალიას თქმით, ყოველი მეხუთე ამერიკელი ზამთრის სევდას გრძნობს. ცუდი განწყობის გარდა საერთო სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას, დიდხანს ძილის სურვილს, მოთენთილობას სამსახურში და ტკბილეულისკენ ლტოლვას. 30 წლის წინ როზენტალიამ კოლეგებთან ერთად ამას სეზონური აშლილობის ექსტრემალური ფორმა უწოდა.


image

პირობებზე არ ჩაიციკლოთ

ზამთრის სევდასა და დარდს შორის ერთადერთი განსხვავება: ეს შედეგების სერიოზულობაა.

„ადამიანები ზამთრის სევდის დროს ძირითად ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს რთულად, მაგრამ უმკლავდებიან“ - წერს როზენტალი.

„ხოლო დარდის დროს ადამიანი იტანჯება წარუმატებელი ურთიერთობის და სამსახურის გამო, როცა მათგან მეგობრები და ახლობლები მიდიან და ისინი ბევრად უფრო უბედურები არიან“.

ერთი და იგივე მეთოდი შეიძლება ორივე სიტუაციაში დაგეხმაროთ, თუმცა უარეს შემთხვევაში შეიძლება კონსულტანცია, ფსიქოთერაპია დაგჭირდეთ.

image

ცხოვრებისგან უფრო მეტი სინათლე მიიღეთ

დღის სინათლის თითოეული ნაწილი გამოიყენეთ. დღის საათებში გაისეირნეთ, ფარდები ფართოდ გადაწიეთ ან ველოსიპედით ისეირნეთ.


დააკვირდით, რას ჭამთ

შესაძლოა, სუფთა შაქარი და თეთრი სახამებელი გსურთ, მაგრამ როზენტალი გაფრთხილებთ, რომ ეს ტკბილეულისკენ ლტოლვას ზრდის.

„ნახშირწყლები ზემოქმედების დაბალი დონით, როგორიცაა გადაუმუშავებელი შვრია, პარკოსანი პროდუქტი, ნუში და ნიგოზი სჯობს, ვიდრე ცილების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, რომლებიც ტკბილეულისკენ ლტოლვას ამცირებენ“


აქტიურები დარჩით

„ურთიერთობა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ეცადეთ იმ ხალხთან კავშირი შეინარჩუნოთ, ვისზეც ზრუნავთ. ნებისმიერი მოწვევა მიიღეთ მაშინაც კი, თუ მცირე ხნით მიდიხართ“.

image

ვარჯიშსაც შეუძლია, რომ თქვენი განწყობა გააუმჯობესოს.

გახსოვდეთ, რომ მსგავსი მოვლენა ძირითადად დროებით ხასიათს ატარებს, ამიტომ შეგიძლიათ ამაზე დიდად არ ინერვიულოთ, რადგან ეს სიტუაციას აუარესებს. თუ მძიმე მდგომარეობა გაქვთ, პროფესიონალს მიმართეთ, რომ შედეგები თავიდან აიცილოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი

image

10 ფრაზა, რომელთაც წარმატებული ადამიანები არასდროს ამბობენ (და ხშირად ამბობენ წარუმატებლები)

image

26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

image

10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება

image

„კაი, ნუ იგონებ“: 10 ფრაზა, რომლითაც მანიპულატორს გამოიცნობთ

image

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
173