x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ცხოვრობენ ქალები აფრიკაში – ყველაზე უცნაური ფაქტები

აფრიკა მეტად მრავალფეროვანი კონტინენტია. მასზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ მდიდრები, რომლებიც ძვირფასი ლითონების და თვლების ექსპორტირებას ეწევიან და განვითარების დონით ევროპას უტოლდებიან და ღარიბი, ნახევრად ველური ტომები. მოსახლეობის 60%-ზე მეტი სოფლებში და სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. ბევრი ქვეყანა, განვითარების დონით, ძალიან ჩამორჩენილია და ამის გამო, იქ სიღარიბე, ავადმყოფობა და შიმშილი მეფობს.

აფრიკელი ქალების ცხოვრებაც ერთმანეთისგან ისევე განსხვავდება, როგორიც იმ ქვეყნების დონეები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, ის არის, რომ აფრიკელ ქალებს უფრო ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. აქ კი, საინტერესო ფაქტებსებს გთავაზობთ, რომლებიც ყველაზე ცხელი კონტინენტის სუსტი სქესის წარმომადგენლებს უკავშირდებათ.


image



ყოველდღიურობა


აფრიკელი ქალების ცხოვრება რთული და სახიფათოა, რადგან კრიმინალური ვითარება ბევრ ქვეყანაში ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ქალების უმრავლესობა იძულებულია დილიდა გვიან ღამემდე იმუშაოს. ხოლო, მათი დახმარება მიღებული არ არის. თუ ისე მოხდა, რომ ვინმე დახმარებას შესთავაზებს, – გაუკვირდებათ და შეიძლება, ეწყინოთ კიდეც. ხშირად, ქალებს თავით მძიმე ტვირთის ტარებაც უწევთ, მაგრამ იქ ეს არავის უკვირს, რადგან აფრიკაში ასეთი რამ, ერთგვარ ტრადიციად ითვლება.





აფრიკაში ქალების უმრავლესობა დიასახლისია. მათ მოვალეობაში შვილების აღზრდა, სახლ–კარის მოვლა და საკარმიდამო მიწის დამუშავება შედის. ხოლო, თუ სოფელში ფერმერული მეურნეობა არსებობს და ქმარი მინდორშია დასაქმებული, ცოლი მის გვერდით უნდა იყოს და დაეხმაროს... და კიდევ, ოჯახის წყლით უზრუნველყოფაც ქალის მოვალეობა არის. წყალი კი, სახლიდან, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

გარდა ამისა, ქვეყნების უმრავლესობაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აფრიკის ბევრ რეგიონში ველოსიპედიც კი დიდ ფუფუნებად ითვლება. ხოლო, სოფლის ტიპის დასახლებაში, შეიძლება ელექტროენერგიაც არ იყოს და ამ შემთხვევაში, დიასახლისები საჭმელს ღუმელზე ან ეზოებში, შეშით ამზადებენ, რომელსაც თავადვე შოულობენ.


image


ამ დროს კაცები რას აკეთებენ? ისინი ფულს გამოიმუშავებენ. ჩვეულებრივ. მამაკაცები ან სოფლის პროდუქტის გადასამუშავებელ საწარმოში მუშაობენ, ან ვაჭრობენ. ქალსაც შეუძლია, ჭარბი მოსავლის მიღების შემთხვევაში, მისი ნაწილის გაყიდვა. ხშირ შემთხვევაში, ისინი მეზობელ სოფლებში მიდიან და ადგილობრივებს, საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს სთავაზობენ. ზოგიერთი ქალი მკითხაობით და ექიმბაშობითაც არის დაკავებული.

საკუთარ ცხოვრებაზე და ბედზე წუწუნი იქ მიღებული არ არის და უკეთეს ცხოვრებაზე არავინ ოცნებობს... ქალების უმრავლესობა გაუნათლებელია და ამიტომ, მათთვის ქალაქში გადასვლას არანაირი აზრი არა აქვს. თუმცა, მათი ცხოვრება არც ქალაქშია მარტივი. ჩვეულებრივ, იქ ქალები დაბალ თანამდებობებზე ინიშნებიან და დაბალ ანაზღაურებას იღებენ.



ოჯახური რეალიები


აფრიკაში ქალს, პირველ რიგში, ისე აღიქვავენ, როგორც ცოლს და დედას. ამიტომ, ითვლება, რომ გოგონასთვის განათლების მიცემა აუცილებელი არ არის – მათ, ბავშვობიდან, დიასახლისობისთვის და მონობისთვის ამზადებენ. გარდა ამისა, ხშირად, მშობლებს შვილებისთვის განათლების მისაცემად, ფული არა აქვს. იგივე მიზეზით, გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ. მათი 50% ოჯახს 18 წლის ასაკამდე ქმნის. არის ქვეყნები, რომლებშიც გოგონებს, საქმროების ოჯახში, 8 წლის ასაკიდან ყიდიან, რადგან მათი შენახვის და უბრალოდ, გამოკვების საშუალებაც კი არ გააჩნიათ. გათხოვების შემდეგ კი, თუ გოგონას ორგანიზმი საამისოდ მზად არის, შვილებს მალევე აჩენენ. ასეთი რთული ცხოვრების გამო, ქალთა ნაადრევ გარდაცვალების ფაქტი ძალიან ხშირია...


image14 წლის აიშა ახალშობილს აბანავებს, ხოლო გვერდით, მისი 2 წლის ქალიშვილი თამაშობს.



image14 წლის მულენგა, 5 თვის ქალიშვილთან ერთად




image15 წლის ნარგიზი, 2 წლის ვაჟიშვილთან ერთად



image15 წლის ამირა, 24 წლის ახმედი და მათი შვილები


მდიდარ ოჯახებში გოგონებს ასწავლიან. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ის განათლებას მიიღებს და სამუშაოსაც იშოვის, მას ძალიან დაბალი ხელფასი ექნება და თავისი უფლებებისთვის გამუდმებით ბრძოლა მოუწევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარგი განათლება ქალს ცოლის და დედობის ვალდებულებისგან არ ათავისუფებს.

აფრიკულ ოჯახში, საშუალოდ, 4–5 ბავშვი იბადება. ქალაქებში სადეკრეტო შვებულება ნახევარი წელი გრძელდება. ხოლო სოფლებში, თუ ქალი მუშაობს, ის ვალდებულია სამუშაოზე, მშობიარობიდან, რამდენიმე დღის შემდეგ გავიდეს. ახალშობილები მათ ზურგზე ჰყავთ მიბმულები და შესვენების დროს ძუძუს აჭმევენ. ხოლო, როდესაც უფროსი შვილები წამოიზრდებიან, დედას უმცროსი და–ძმის გაზრდაში ეხმარებიან.

აქვე უნდა არინიშნოს, რამ აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, არასათანადო ხარისხის სამედიცინო მომსახურების და ხშირ შემთხვევაში, მასზე წვდომის შეუძლებლობის გამო, ძალიან მაღალია, რაც ქალებისთვის დამატებითი სტრესის მიზეზი ხდება.


image


აფრიკის ბევრ ქვეყანაში მრავალცოლიანობა არის დაშვებული. ჩვეულებრივ, პირველ ცოლს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე დანარჩენებს. სოფლის მოსახლეობას მრავალცოლიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს, რადგან სახლში იმდენი საქმეა, რომ ერთი ადამიანი ყველაფრის გაკეთებას ვერც კი ასწრებს. რაც შეეხება განქორწინებას, – ინიციატორი ყოველთვის მამაკაცი არის. ქალისთვის კი, მიტოვებულის სტატუსი ძალიან სამარცხვინოა. გარდა ამისა, ქალი გაყრის შემდეგ, მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს კი არ აწყდება, მას საზოგადოებაც ზურგს აქცევს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შვილები ჰყავს, ისინი სახლიდან დედასთან ერთად მიდიან და ფაქტიურად, შიმშილობისთვის არიან განწირულები.

ამიტომ, მშობლები გოგონებს ბავშვობიდან მორჩილებას ასწავლიან. რადგან, როგორც გაყრა, ისე გაუთხოვრობა აფრიკაში დიდ უბედურებად და სირცხვილად ითვლება. მხოლოდ ტუარეგების ტომებშია (მომთაბარე ტომები, ცხოვრობენ 9 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მათი უმრავლესობა ნიგერიაში, მალიში და ალჟირში ცხოვრობს) ყველაფერი შებრუნებით: იქ მართვის სადავეები ქალებს უკავიათ. მათ ეკუთვნით ხახლი, ფული და პირუტყვი... გოგონებს ადრეული ასაკიდან წერა-კითხვას ასწავლიან და სასწავლებლად სკოლა-ინტერნატებში გზავნიან, ხოლო ბიჭებს, საოჯახო მეურნეობის საქმეებს ასწავლიან. ქალები, მართალია თვშალებს ხმარობენ, მაგრამ სახეს არ მალავენ. მამაკაცებს კი პირიქით, – სახე ყოველთვის ქსოვილით უნდა ჰქონდეთ დაფარული, საკუთარ სახლშიც კი. განქორწინების შემთხვევაში, სახლს ყოფილი ქმარი ტოვებს და შვილები დედასთან რჩებიან.


image
აფრიკისთვის არატრადიციული საქორწინო ურთიერთობები აქვთ მუბიელებსაც (სუდანი, სამხ. სუდანი). მათ ტომებში საქმროს გოგონა ირჩევს და ეს, ჩვეულებრივ, ზეიმის დროს ხდება. თუ მამაკაცი აირჩიეს, მან მომავალი ცოლისთვის სახლი უნდა ააშენოს. ქორწინების პირველ წლებში, მას დაბალი სტატუსი აქვს და მისი უფლებები მონის უფლებებს უთანაბრდება. ბავშვის დაბადების შემთხვევაშიც კი, ის მის მამად არ ითვლება... და კიდევ, მას ცოლის გვერდით, მაგიდასთან დაჯდომის უფლებაც არა აქვს.


image



სილამაზე აფრიკულად


სხვადასხვა ქვეყნებში, ხალხებში და ტომებში, წარმოდგენა ქალის სილამაზის შესახებ განსხვავებული:

ასე, მაგალითად, მურსის ტომის ქალები (ეთიოპია) ქვედა ტუჩს დისკებით ილამაზებენ, რომლისთვისაც ჭრილები ბავშვობაში გაუკეთეს. რაც უფრო დიდია «სამშვენისი», მით უფრო დიდია ქალის სტატუსი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქალს პირში ასე მნიშვნელოვანი ელემენტიარა არა აქვს, მას ქმრისთვის შეხედვის და მის გვერდით დაჯდომა არ შეუძლია.


image


ჰამერის ტომის ქალებისთვის (ეთიოპია) კი, სილამაზე ყელზე ჩამოცმული რგოლებით განისაზღვრება – რაც უფრო გრძელია კისერი და მეტი რგოლია, მით უფრო მაღალია მისი სტატუსი. რგოლებს გოგონას ბავშვობიდან უკეთებენ და ასაკის მატებასთან ერთად, რგოლების რაოდენობაც იზრდება.


image


ჰიმბას ტომის (ნამიბია) ქალები სხეულს სპეციალური ხსნარით იხატავენ და ურთულეს ვარცხნილობას და ნაწნავებს იკეთებენ, ხოლო, შემდეგ, ბუნებრივი საღებავებით იღებავენ. ამ ტომის ქალები სხეულის კარგი აღნაგობით და განსაკუთრებული მომხიბლაობით გამოირჩევიან.


image


რაც შეეხება აფრიკულ ქალაქებს, იქ ადგილობრივი ქალები, ევროპელი ქალებისგან არ განსხვავდებიან. ამასთან, აფრიკელი დიზაინერები საკუთარ კოლექციებსაც ქმნიან, რომელთა განსაკუთრებულობას მრავალრიცხოვანი სამკაული, ფერადოვანი პრინტი და კაშკაშა ფერები წარმოადგენს.


image


მუსლიმურ ქვეყნებში, ქალები, ტრადიციულად, თავსაბურავს ატარებენ და სხეული (ხან სახესაც) მთლიანად დაფარული აქვთ. ამიტომ, ქალის სილამაზის ნახვა მხოლოდ ქმარს შეუძლია.


imageimageimageimageimageimageimageimage









0
1320
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0