x
მეტი
  • 26.02.2020
  • სტატია:99666
  • ვიდეო:344674
  • სურათი:462071
თავის მოვლის მარტივი შინაური მეთოდები კიტრის გამოყენებით

კიტრი

1. თუ ქერტლი გაწუხებთ: გათალეთ 1 საშუალო ზომის კიტრი, გახეხეთ, დაუმატეთ, დაამატეთ 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი მარილი, აურიეთ, წაისვით თმებზე, გაიჩერეთ ცოტა ხანი და დაიბანეთ.

2. თვალის გარშემო სიშავე: მრგვლად დაჭერით კიტრი, შემდეგ შუაზე გაჭერით ( ნახევარმთვარის ფორმაზე) და დაიდეთ თვალის უპეებზე, გაიჩერეთ 15 წუთი.

3. თუ პირში ცუდი სუნი გაქვთ, მიირთვით კიტრი.

4. გამომშრალი ტუჩები გაწუხებთ: გათალეთ კიტრი, მის ნათალზე დააყარეთ შაქარი, დაიდეთ ტუჩებზე, რამდენიმე ჰორიზონტალური მოძრაობა და პრობლემა მოგვარებულია.

5. თუმზისგან დაიწვით: გათალეთ 1 კიტრი, დაჭერით, დაუმატეთ 1 კოვზი ალოე ვერა, 1 ჭიქა წყალი, დააბლენდერეთ. სითხე მიიპკურეთ დამწვრობაზე. გამოიყენეთ 3 დღე.

6. აიღეთ პატარა კიტრი, დაჭერით, დააბლენდერეთ რომ მიიღოთ ბლანტი მასა, წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ.

7. ნახევარი კიტრი გათალეთ, დაჭერით, დაამატეთ ერთი კოვზი იოგურტი, დააბლენდერეთ, წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი.

8. თუ დეპილაციის (წარბის, ტუჩის) შემდეგ სიწითლეები გაწუხებთ, კიტრის კანი დაიდეთ რამდენიმე წუთი.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0