x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: იელოუსტოუნის ვულკანმა გაიღვიძა- რა გველოდება?
image



მეცნიერები ირწმუნებიან, რომ იელოუსტოუნის ვულკანი იწყებს ამოფრქვევას. ეს დასკვნები გამოიწვია პლანეტაზე ყველაზე დიდი ვულკანის ტერიტორიაზე მომხდარმა მოვლენებმა.



მდინარეში, რომელიც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება, მცირე ზომის ცხოველების უამრავი გვამი იქნა ნაპოვნი, გეიზერები აქტიური გახდა და აქტივობებში არსებული ყველა რეკორდები მოხსნა, მდუღარე წყალი 120 მეტრ სიმაღლეზე ადის. ხეები ხმება იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ნიადაგის ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცხოველთა ზოგიერთი სახეობის მასობრივი მიგრაცია მიმდინარეობს, რომლებსაც აქამდე არასოდეს დაუტოვებიათ ტერიტორია. ამ ყველაფერს ემატება გაზების რეგულარული გამონაბოლქვი, ზოგიერთ ადგილებში კი წითელი ცხელი მაგმა გადმოდის.



მეცნიერებმა იციან სავარაუდო სცენარი. თავდაპირველად, მიწისძვრების სერია მოხდება, რასაც მოჰყვება ძლიერი ამოფრქვევა, ფერფლის და ცხელი ლავის განთავისუფლება, რაც თავის გზაზე ყველაფერს დაწვავს. გაზი და ფერფლი ქარის საშუალებით დედამიწის მასშტაბით გავრცელდება და ჩაძირავს მას ვულკანურ ზამთარში. დედამიწა დაკარგავს მის ძირითად გათბობის სისტემას - მზეს, რადგან ტემპერატურა დაეცემა. ამას სხვა სირთულეებიც მოჰყვება. სოფლის მეურნეობა შეუძლებელი გახდება და ეს უკვე გამოიწვევს შიმშილს.




ეს მხოლოდ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდია. შესაძლებელია, რომ იელოუსტოუნიის სიძლიერე არც თუ ისე დიდი იყოს და ამოფრქვევა გავლენას მოახდენს მხოლოდ შეერთებულ შტატებზე. შესაძლებელია, რომ ვულკანი ჯერ კიდე არ ამოიფრქვეს 100 ათასი წლის განმავლობაში, ვერავინ იძლევა სრულ გარანტიას. ერთადერთი, რაც დანამდვილებით არის ცნობილი, არის ის, რომ აშშ ზის ბომბზე და ერთ დღეს ის აფეთქდება.



მანამდე კი, მილიონობით ტურისტი მიდის იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში, რომ ნახოს ეს შესანიშნავი სილამაზე. ამ ტერიტორიაზე არის კრისტალურად სუფთა ტბები, იდუმალი გამოქვაბულები, მღელვარე მდინარეები, ძლიერი გეიზერები, ციცაბო კანიონები, ვულკანური კრატერები.








0
458
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0