x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიმულაცია და როლური თამაშები სასწავლო პროცესში

სიმულაცია და როლური თამაშები ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდია, რომლის გამოყენებაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.

სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში ერთ-ერთი საინტერესო სტრატეგიაა, რომელიც განსაკუთრებით ახალისებს სასწავლო პროცესს. ამ სტრატეგიებს მასწავლებელმა შესაძლოა მიმართოს რთული თემის ასახსნელად, რომელიც მოსწავლის მხრიდან დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვას მოითხოვს.

სიმულაცია გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას, რომელიც რეალობის მსგავსია. სიმულაცია არის რეალობის გათამაშება. სასკოლო გარემოში, ძირითადად, გამოიყენება ორი ტიპის სიმულაცია: სიმულაცია ადამიანების მონაწილეობით და სიმულაცია კომპიუტერის მეშვეობით. სიმულაციას ადამიანის მონაწილეობით სხვანაირად როლურ თამაშებს უწოდებენ. რითი განსხვავდება სიმულაცია თამაშისგან? თამაშის პროცესი ყოველთვის გამარჯვებულს გულისხმობს, მაშინ, როდესაც სიმულაციას არ სჭირდება გამარჯვებული. სიმულაციის მიზანია, სხვა ადამიანის როლის თამაშით, მოსწავლეებმა ერთი და იმავე საკითხს რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერს გაუფართოებს.

როლური თამაშების დროს ხდება ისტორიული, ლიტერატურული ან გამოგონილი პერსონაჟების ქცევის გათამაშება. როლური თამაშით მოსწავლე “ხდება’’ სხვა ინდივიდი, მისი როლის გათავისებით ის უკეთესად წვდება იმ ადამიანის ბენებას, მოტივაციასა და ხასიათს, რომელსაც განასახიერებს.


როლური თამაშებში სასურველია, რამდენიმე მოსწავლე ან მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მონაწილეობდეს. როლურ თამაშებს ხშირად გამოიყენებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს ასწავლონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები ან ეთიკური ქცევები. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემის გადაჭრის, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარები.

როლური თამაშები სამი ნაწილისაგან შედგება: სიტუაცია, როლური თამაში და სასკოლო დისკუსია მის შესახებ. სიმულაციისა და როლური თამაშების გამოყენებას სასწავლო პროცესში ბევრი დადებითი მხარე აქვს: მოსწავლეეებს უვითარდებათ კომუნიკაციის უნარები; მოსწავლეები უკუკავშირს მაშინვე იღებენ; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს; მოსწავლეს უვითარებს თანაგანცდის უნარის.

გარდა დადებითი ეფექტებისა, აუცილებელია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს სიმულაციისა და როლური თამაშების სირთულეებიც: როლური თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან წარმოსახვის კარგად განვითარებულ უნარს მოითხოვს.

ეს მეთოდი მოსწავლეებს ადამიანის ქცევის თავისებურებებსა დ მის მოტივებს აცნობს, ასწავლის. ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ პრობლემის გადაჭრის, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარები.

image

0
533
შეფასება არ არის
ავტორი:როინიშვილი რუსუდანი
როინიშვილი რუსუდანი
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0