x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
3 ყველაზე ცუდი "ბოსი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



ვის შეუძლია დაიკვეხნოს, რომ საუკეთესო უფროსი ყავს სამსახურში? დამეთანხმეთ, რომ ვალდებულება, ფული და თანამდებობა, არსებითად ცვლის ადამიანს. ასტროლოგებმა კი გამოყვეს 3 ნიშანი, რომელიც ყველაზე ცუდი და აუტანელია "ბოსის" ამპლუაში.






1. ქალწული. ქალწული ხელმძღვანელობისთვისაა დაბადებული. სულ ცოტა მრჩეველის პოზიციაზე უნდა მუშაობდეს, სხვა, უფრო დაბალ პოზიაციას არც დათანმხდება. ქალწული ეგრევე იღებს სადავეებს ხელში და პირველი რის გაკეთებასაც იწყებს, ეს თანამშრომლების კონტროლი და შეცნობაა. არასოდეს დააგვიანოთ სამსახურში, თორემ იცოდეთ, რომ ქალწული ბოსი ამ ყველაფერს იწერს თავის ნოუთბუქში და ხელფასის დღეს გაგახსენებთ.




2. ტყუპები. ტყუპები არასოდეს ყვირის და არ აბრახუნებს მუშტს მაგიდაზე, ან სხვა ეფექტებს არც ელოდოთ. მათი დიდი პრობლემაც სწორედ ეს არის. ის ძალიან მშვიდად, სიტყვით გაგასწორებთ მიწასთან სხვების თანდასწრებით და ერთადერთი იმ დროს რაც მოგინდებათ, სწრაფად აკრიფოთ თქვენი ნივთები და შორს გაიქცეთ.




3. მშვილდოსანი. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ გაგიმართლათ თუ ასეთი მშვენიერი ლიდერი მმართველის კომპანიაში მუშაობთ, ის ხომ გასაუბრებაზე დაგპირდათ, რომ მიიღებთ ჯილდოებს, ბონუსებს და რამდენიმე თვეში ხელფასის ზრდას, ხოლო თუ ქალი ხართ და კაბა მუხლებს ზემოთაც აუწიეთ, დაპირებების სია კიდევ იმატებს. ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდებით, რომ ეს უბრალო დაპირებები იყო და ეტლი ისევ გოგრად გადაიქცა. მაშ, რამ გაფიქრებინათ, რომ ის ამ ყველაფერს შეასრულებდა? ან, საერთოდ, რატომ დაგპირდათ? უბრალოდ ის კარგ ხასიათზე იყო, ან სურდა კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა, მას ხომ ხუმრობა, პუბლიკის გამხიარულება და ლამაზი საუბარი კარგად და დამაჯერებლად გამოსდის.





იხილეთ აგრეთვე:



ცოდვების ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - გაიგე, რას სცოდავ შენ!image







ყველაზე "მოგულავე " და მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითimage





0
350
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0