x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტროა
ტროა


ტროა (Troas (ჰომ.), Troia (ქსენოფ., ჰერ.), Troie Ilias, Ilon, Ilios) ანტიკური ეპოქის სახელგანთქმული ციხე-ქალაქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით, საკამანდერის ველზე, ზღვის ნაპირზე, ტროადის ძლიერი ქვეყნის სატახტო იყო. ცნობილი თქმულებათა იმ ციკლით, რომელნიც დააკავშირა და დიდ ეპოსად აქცია ჰომეროსმა. პოემის პირველ ნაწილს ეწოდება "ილიადა" - ბრძოლა ილიონისთვის. ტროას რწყავდა მდინარე სკამანდერი, რაც ჰელესპონტს (დარდანელს) ერთვის, თიმბრიოსი და სხვ. ზუსტ საზღვრებს ჰომეროსი არ ასახელებს. საკმაოდ დიდი ქვეყანა იყო მიზიის ჩრდილოეთით. ჰელესპონტის აღმოსავლეთ მხარის მოსახლეობას ტროელებს ეძახდნენ, (ეს იყო არაინდოევროპული, კოლხ-პელასგური მოსახლეობა). მნიშვნელოვანი ქალაქი მხოლოდ ტროა იყო (ტროიე), ჰელესპონტიდან 42 სტადიონის მანძილზე. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაღლობზე იყო პერგამოსის სიმაგრე, ათენა-პალადის ტაძარი, პრიამოსის, ჰექტორის, პარისის სასახლეები და სხვ. აყვავებულ ქალაქს რისხვა დაატყდა. ათი წელი უძლებდა აქაველთა მრისხანე არმიას.


ტროა


ერთ დროს მთელი ეს ამბავი არსებიათად მითი ეგონათ, მაგრამ შლიმანის და დორტფელდის ისტორიულმა გათხრებმა 1871-94 წლებში შუქი მოჰფინეს დიდ წარსულს, რაც შრეებად დალაგებული ფერფლისა და მიწის სიღრმეში იფარებოდა. გარჩეულია 9 არქეოლოგიური ფენა: I ფენა: ძვ.წ. 3000 წლიდან აქ უკვე ცხოვრება დუღდა; II ფენა: ძვ.წ. 2400-2200 წლებში სამეფოს სატახტო ქალაქი ყოფილა. III-IV ფენები მოწმობენ, რომ დანგრეული ტროა აღარ განახლებულა, აღარაა სიმაგრე. VI ფენა - გაფურჩქვნა (ძვ.წ. 1900-1300 წწ.); შემდეგ მოდის მიწისძვრისგან დაქცეული ქალაქის აღდგენილი სახე. ეს გვიანდელი ტროა მიიჩნია ამერიკელმა არქეოლოგმა ბლეგენმა ჰომეროსის გმირების ასპარეზად. ომის მეათე წელს ტროა დააქციეს, მერე არაერთხელ განახლდა, მაგრამ მის კედლებს აღარ აშენებდნენ ღმერთები. VIII ფენა - ძვ.წ. 700 წ.; თვით ტროას მფარველი ღმერთები ენეასს გაჰყვნენ იტალიაში; XI ფენა - ძვ.წ. 85 წ. რომმა აიღო. ჰომ., პინდ., ევრ., ჰერ., თუკ., აპოლოდ.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი II)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
290
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
290
  
2020, 6 თებერვალი, 23:00
პროტო-ლუვიური ისტორიული წყაროების მიხედვით გაირკვა, რომ ტროას ერქვა ვილუშა, ვილუსა, იგივე ილიოს, ილიონ. და ასევე არის დადასტურებულად სახელი - ტრუვისა.
0 1 1