x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ
ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ


ფრიდრიხ ნიცშეს (ნიჩე) გამოხატულად ანტი-ლიბერალური განწყობები ჰქონდა და ამ იდეოლოგიას სოციუმისთვის, კაცობრიობისთვის მავნედ მიიჩნევდა, შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს მისი შემოქმედებიდან, სადაც ის ამ თემაზე საუბრობს:


"ლიბერალური ინსტიტუტები წყვეტენ ლიბერალობას მაშინვე, როცა ისინი მიაღწევენ მას. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ არ არსებობს თავისუფლებასთან მებრძოლი უფრო მავნე მტერი, ვიდრე ლიბერალური ინსტიტუტებია. მათი შედეგების მიზეზი კარგად არის ცნობილი: ისინი ანგრევენ ძალაუფლების ნებას. ისინი ასწორებენ მთას და ბარს და ამას უწოდებენ მორალს. ისინი ადამიანებს აპატარავებენ, ქმნიან მხდალებად და ჰედონისტებად - ყოველ ჯერზე ჯოგური ცხოველი ზეიმობს მათში. ლიბერალიზმი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯოგური გაცხოველებაა.


"ნებისმიერი სახის ინსტიტუტის შექმნისთვის უნდა არსებობდეს ნება, რომელიც აღვიძებს ინსტინქტს, სიბრაზემდე ანტილიბერალურს - ნება ტრადიციისა და ავტორიტეტის, ასწლეულების პასუხისმგებლობის მიმართ. თუ ეს ნება არსებობს, მაშინ ჩნდება რაღაც, რომის იმპერიის მსგავსი."



"ჩვენი სიქველეები ჩვენივე სისუსტითაა განპირობებული და გამოწვეული. "თანასწორობა", როგორც მსგავსების გარკვეული ფაქტობრივი ზრდა, რომლებიც მხოლოდ "თანაბარი უფლებების" შესახებ თეორიაში გვხვდება, არსებითად, დაღმასვლისთვისაა დამახასიათებელი."


"მოძღვრება თანასწორობის შესახებ - არ არსებობს ამაზე უფრო შხამიანი საწამლავი. კაცს მოეჩვენება, რომ მას თავად სამართლიანობა ქადაგებს, მაშინ როცა ის უკვე მოასწავებს სამართლიანობის დასასრულს. "თანასწორს - თანასწორი, უთანასწოროს - უთანასწორო" - ეს იქნებოდა სამართლიანობის ნამდვილი სიტყვა, ხოლო აქედან გამომდინარეობს, რომ უთანასწორო არასოდეს უნდა გახადო თანასწორი."


"კერპების მწუხრი"


ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ



"ის, რასაც დღეს პროგრესს უწოდებენ, სრული სიყალბეა, რადგან დღევანდელი ევროპელი გაცილებით დაბლა დგას, ვიდრე თუნდაც რენესანსისდროინდელი ევროპელი იდგა."


"რა არის კარგი? - რაც აამაღლებს ძალაუფლების გრძნობას, ნებას ძალაუფლებისას, ძალაუფლების შეგრძნებას თვით ადამიანში.

რა არის ცუდი? - ის, რასაც სისუსტე შობს.

რა არის ბედნიერება? - გრძნობა იმისა, რომ ძალაუფლებამ იმატა, რომ წინააღმდეგობა გადაილახება.

არა კმაყოფილება, არამედ ძალაუფლება. არა მშვიდობა, არამედ ომი. არა სათნოება, არამედ გაწაფულობა (სათნოება რენესანსის სტილში, Virtu, მორალისგან თავისუფალი სათნოება)."


"ფსიქოლოგიური შემოწმებით, ებრაელობა სიცოცხლის დამკვიდრების შეუდარებელი ძალით არის დაღდასმული. გაუსაძლის პირობებში ჩავარდნილი, ის ნებაყოფლობით, თვითგადარჩენის მიზნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უხმობს ჭკუას და დეკადანსის ინსტინქტის მხარეზე დგება. არა იმიტომ, რომ მისი გავლენის ქვეშ იმყოფება, არამედ დეკადანსში ამოიცნო მან ის ძალა, რომელიც საკუთარ თავს შეუნარჩუნებს მთელ ამ დაპირისპირებულ სამყაროსთან ბრძოლაში."


"ანტიქრისტე"


ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ



"ლიბერალიზმი არის კაცობრიობის ტრანსფორმაცია საქონელთა ჯოგად." Ecce Homo.


"ძლიერთა მორალს ახასიათებს ღრმა მოწიწება ასაკისა და წარმომავლობის მიმართ (სამართლის მთელი სისტემა ამ ორმაგ მოკრძალებას ემყარება). წინაპრების რწმენა და ახალბედებთან შედარებით მათთვის უპირტესობის მინიჭება. და პირიქით, როცა "თანამედროვე იდეებით" გატაცებულ ადამიანებს ლამის ინსტინქტად ექცევათ "პროგრესისა" და "მომავლის" რწმენა, სიძველის პატივისცემა კი უჭირთ - ამის ისინი სრულად ავლენენ ამ იდეათა მდაბიო წარმომავლობას."


კეთილისა და ბოროტის მიღმა.



ფრიდრიხ ნიცშე ლიბერალიზმის წინააღმდეგ



"თანამედროვე საზოგადოება არ არის საზოგადოება, არ არის სხეული, არამედ ჩანდალათა ავადმყოფური კონგლომერატი - საზოგადოება, რომელსაც აღარ შესწევს უნარი ბაცილების მოშორებისა.

თანამედროვე ღირსება, თანამედროვე სულიერება, თანამედროვე მეცნიერება - ეს ავადმყოფობის ფორმებია."


"პროგრესი? მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. დრო წინ მიდის, ჩვენ კი გვინდა დავიჯეროთ, რომ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის, ასევე წინ მიდის - თითქოს განვითარება უბრალოდ ნაბიჯის წინ გადადგმა იყოს.

ყველაზე მაღალი გონების ადამიანები აუცილებლად გადაუხვევენ ამ ილუზორული გზიდან. მე-19 საუკუნე არ წარმოადგენს პროგრესს მე-18 საუკუნესთან მიმართებით. ხოლო 1888 წლის გერმანული სული წარმოადგენს რეგრესს, 1788 წლის გერმანულ სულთან მიმართებით."


"ცივილიზებული ნეოფიტი უდღეური და ავადმყოფია არაბთან და კორსიკელთან შედარებით. ჩინელი უფრო მეტად წარმატებული, უფრო მეტად მყარი ადამიანის ტიპია, ვიდრე დღევანდელი ევროპელი."


"ძალაუფლების ნება"







კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი II)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი II)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
522
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0