პროფილაქტიკა საზოგადოებრივ საპირფარეშოში ხელსახოცი და საშრობი საშიშია! - ეს უნდა იცოდეთ! 2020, 21 იანვარი, 8:54 ყველა დამეთანხმება, რომ საზოგადოებრივ საპირფარეშოში "მოსაქმება", ხშირ შემთხვევაში ნამდვილად ამაზრზენია, განსაკუთრებით თუ საქმე ტრანსპორტისას ეხება. ვისაც შესწევს მოთმინების უნარი, უთუოდ სახლამდე მიჰყვება "ამის" სურვილი, ვისაც არა, ან თუ მგზავრობა ხანგრძლივია და ამას ასევე "დისურია" ერთვის, გამოსავალი ნამდვილად არ არსებობს და ისღა დაგვრჩენია საზოგადოებრივი საპირფარეშოს უნიტაზით ვისარგებლოთ, სადაც ნამდვილი ანტისანიტარია და ბაქტერიების ბუმია. იმაშიც დამეთანხმებით, რომ თითქმის ყველა ჩვენგანი უნიტაზზე უსაფრთხოების მიზნით საპირფარეშოს ქაღალდს აფენს, რათა თავიდან ავიცილოდ ესა თუ ის ბაქტერია და ინფექცია. ეს ყოველივე კი უბრალოდ მითია. საპირფარეშოს ქაღალდის ფაფუკი, სასიამოვნო ზედაპირის გამო, მწარმოებლები მეტ საფრთხეს გვიქმნიან ბაქტერიებთან მიმართებაში. ქაღალდთან კონტაქტის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ მათზე არსებული ბაქტერიები, რომლებიც ფორმირდებიან მასზე იოლად, ჩვენს სხეულზეც აღწევენ და ინფექციის ალბათობაც დიდია. ამიტომ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნუღარ დავაფენთ უნიტაზზე ქაღალდს.
უნიტაზიდან მიკროორგანიზმების გადადების საფრთხე გასაგებია, მაგრამ დაფიქრებულხართ, რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას საპირფარეშოს ხელსახოცმა, რომელსაც საშრობად ვიყენებთ? რამდენიმე დღის წინ, Facebook-ის მომხმარებელმა დადო პოსტი იმის თაობაზე, რომ ყურადღება უნდა მიგვექცია საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ქაღალადების და ხელსახოცების აპარატებისთის, რომლებშიც ისინია მოთავსებული. ინფორმაცია მართლა ყურადსაღებია, რადგან ბოროტი ადამიანები ხელსახოცების მოწყობილობებზე ამაგრებენ დაინფიცირებულ სამედიცინო შპრიცებს, ის შეუმჩნევლად დევს, თუმცა როდესაც ქაღალდის მოხევას ვცდილობთ, გვერჭობა და შესაბამისად ვინფიცირდებით აივ ვირუსით, ჰეპატიტით და ა, შ. დაავადების სიმპტომები კი 12 კვირამდე ადრე, როგორც წესი, არ ვლინდება. მსგავსმა შემთხვევებმა განსაკუთრებით მეგაპოლისებში იმატა. ამიტომ, თუ გქონიათ რაიმე მსგავსი ინციდენტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ კვლევა. იხილეთ აგრეთვე: იცოდით, რატომ არ აქვს საერთო აბანოს საშხაპეს "კაბინებს" კარები? რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთ 257 9-ს მოსწონს
|