x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
40 რამ,რომელიც ყველა 40 წელს გადაცილებულმა უნდა იცოდეს

image

თაობების ევოლუცია და შესაბამისად ადამიანის გამოცდილებაც "იზრდება". მაგალითად, დიდი დეპრესიის თაობა რადიკალურად განსხვავდება ბები- ბუმის თაობისგან, თავის მხრივ კი ამჟამინდელი თაობისგან.

თითოეული თაობისთვის ყველაფერი ცოტათი განსხვავებულია. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ამ ჩამონათვლის შედგენისას, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი.

მაშ რა არის ის 40 რამ, რაც ყველამ, ვინც 40 წელს გადასცდა უნდა იცოდეს?


1. უქმე დღეები ღრეობა-გართობაში გაატარო ნამდვილად აღარ არის კარგი იდეა.

2. ღამით კარგ ძილს არაფერი სჯობს.

3. კარიერა - ეს არის ფოცხის წვეტები, რომელზეც ფეხს აბიჯებთ, აბიჯებთ და აბიჯებთ

4. იცით, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. არც თქვენ ხართ გამონაკლისი .

5. თქვენი სოციალური წრე უფრო და უფრო ვიწროვდება და ეს უფრო კარგია.

6. უნდა გძინავდეთ მარტო ან იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ნამდვილად უყვარხართ. ვარიანტების გარეშე.




7. თქვენ უკვე მინიმუმ ერთი დიდი სიყვარული გქონდათ, რომლის გადატანაც მოგიწიათ.

8. გყავდეთ თუ არა შვილები? ახლა თქვენ იცით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი.

9. უნდა გყავდეთ კატა ან ძაღლი?პასუხი იგივეა.

10. თქვენ უკვე განიცადეთ მინიმუმ ერთი ტრაგედია. სამწუხაროდ ...

11. გარკვეულწილად უცნაურობები დაგჩემდათ . და თქვენ ეს მოგწონთ!



12. ლომივით იბრძოდით, რომ უკეთესი გამხდარიყავით ... შესწირეთ ფული, დრო ... და - რა?



13. კარაოკეზე ფხიზელი სიმღერა ყველაზე მოკლე გზაა პანიკური შეტევისთვის.

14. და კარაოკეში სიმღერა, როდესაც რამდენიმე ჭიქა გამოტოვე, არის რაღაც. ეს გასაოცარია. ეს აფეთქებაა.

15. მოდა თქვენთვის მეტი არაფერია, ვიდრე თქვენი უნიტაზის სახურავის ფერი.

16. თქვენ უკვე იცით, ნამდვილად იცით, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდებით და, შესაბამისად, მაქსიმუმს იღებთ ცხოვრებისგან.

17. თუ არ ხართ "საჯარო ადამიანი", მაშინ, სავარაუდოდ, არც არასდროს გახდებით.




18. ცხიმიანი საკვები მავნეა. მისგან მუცელი გებერება.

19. ვარჯიში შესანიშნავი ანტიდოტია ყველაფრის მიმართ.

20. კარგი კითხვა ასევე შესანიშნავი ანტიდოტია ყველაფრისთვის.

21. სიტყვა "წარმატებას" შენთვის უკვე სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს

22. ინტიმური ურთიერთობა (ანუ "სექსუალური ცხოვრება") მშვენიერია თუ ზომიერია ... და თუ შეყვარებული ხართ.

23. ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის

24. ცეკვა- ან შესანიშნავია (თუ იცი ), ან - არასდროს, არავითარ შემთხვევაში.



25. 99% რაც ისწავლეთ ინსტიტუტში(უნივერსიტეტში), არასდროს გამოგადგათ ცხოვრებაში და აღარც გამოგადგებათ.



26. ჩუსტები, სააბაზანო ხალათი, ფუფაიკა- თქვენ გაქვთ უკვე ეს ყველაფერი / ან მოგწონთ კროსვორდების შევსება.



27. მარიხუანა ... თქვენ ან იცოდით(გასინჯული გაქვთ) რა იყო ეს, ან ვეღარასდროს გაიგებთ.

28. გაქვთ საკუთარი შინაგანი "მრიცხველი" და მხოლოდ თქვენ იცით და ითვლით ...

29. ტელეფონზე არაუმეტეს 1% - გირეკავენ სხვები, დანარჩენი 99 % კი სამსახურიდან ან ოჯახის წევრები.


30. თუ სადმე ხართ მიწვეული - ეს ნამდვილად რეალური წარმატებაა.


31. შეხვედრები სამსახურში და დაგეგმილი კრებები, თქვენთვის მოსაბეზრებელია

32. კომპიუტერული თამაშები, ან სხვა თამაშები ... ძალიან მაგარია. ან არა ...

33. თუ გეგმა არ გაქვთ, ეს კარგია. თუ გაქვთ, არანაკლებ კარგია.

34. როდესაც ადამიანები ხანგრძლივად გელაპარაკებიან ტელეფონზე, გწერენ ან კომუნიკაციის სხვა ტიპებს იყენებენ- არაფერია ამაზე უარესი!

35. თუ თქვენ ახალ რამის შესწავლა გადაწყვიტე, მხოლოდ იმიტომ, რომ სინამდვილეში მთელი გულით გსურთ. სხვა მოტივები აღარ არსებობს.



36. ვინმესთან კამათი, ეს არის: 1. დროის ფუჭად დაკარგვა. 2. ყოველგვარ აზრს მოკლებული. 3. ეს აღარაა ჩემი საყვარელი სანახაობა.

37. თქვენ მაინც გინდათ საზღვარგარეთ მოგზაურობა. არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა პასპორტი.

38. ღირს წვეულებაზე ბევრის დალევა და მძიმე ნაბახუსევი? ნამდვილად არა.

39. "ღილაკი" "სხვა დროს იყოს" ძალიან ლამაზად ჩანს ორშაბათიდან პარასკევამდე ... და, შესაძლოა, შაბათ- კვირასაც.

40. გესმოდეთ, რომ 40 არ არის ბევრი. და შენში კიდევ არის "საკმარისი დენთი" მადლობელი იყავი ამისათვის.

მაშინ წინ ! 40 წლის ზემოთ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება!


0
392
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0