x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში შესვლა საქართველოს გაანადგურებს-გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი

image


რუსულ საიტზე გადავაწყდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის ყოფილი მოადგილის გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის მოსაზრებას, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსი მკითხველები აღფრთოვანებას არ მალავენ ქართველი გენერლის მოსაზრების გამო. და რა თქვა გენერალმა ნიკოლაიშვილმა!
ქართველი გენერლის აზრით საქართველოს სურვილი, გახდეს ატლანტიკური ალიანსის წევრი ულაპარაკოდ გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეების გაღატაკებას და სრულ კრახს. მისი თქმით თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს ალიანსის წევრობა ესაა სრული სიბრიყვე და განწირულია კრახისათვის.
როგორც გურამ ნიკოლაიშვილი თვლის, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ატყუებენ, როცა ამბობენ, რომ ალიანსში გაწევრიანება გაამყარებს ქვეყნის მდგომარეობას.
გენერლის თქმით ალიანსი არ ცდილობს გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, არამედ მას ამზადებს და იყენებს მთელი რიგი გეოპოლიტიკური მისიების შესასრულებლად.
თუ 2008 წლამდე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეგონა, რომ ნატოში აუცილებლად მიგვიღებდნენ ახლა მათ მესამედსაც არ სჯერა ამისი (გამოკითხვა ჩაატარა თუ რა, რის საფუძველზე საუბრობს ეს კაცი ასე?).
გენერლის თქმით გერმანიის კანცლერი მერკელი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ოცნებაც კი არ შეუძლია ალიანსის წევრობაზე, რადგან შეუძლებელია საქართველო გახდეს ალიანსის წევრი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას რომელიმე ბლოკის თუ გაერთიანების წევრობაზე, რომელიც მიმართულია რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ (აშკარად იკვეთება გენერალი ნიკოლაიშვილის ნათქვამში რუსეთი).
გენერალმა თავადვე დააკონკრეტა, რომ აღნიშნულ ქვეყანაში გულისხმობდა რუსეთს. თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის თქმით საქართველოს რომელიმე ბლოკში ან გაერთიანებაში გაწევრიანება დაუყოვნებლივ გამოიწვევს კომფრონტაციას რუსეთთან (ამ კაცის მენტალიტეტი სსრკ-ს ოფიცრის მენტალიტეტს ვერ გასცილებია სამწუხაროდ).
მისი თქმით რუსეთთან კონფრონტაციის შემთხვევაში დარტყმის ვექტორი მიმართული იქნება არა ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების მიმართ არამედ პატარა საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ხელისუფლება თავს უშველის, ხალხი კი დარჩება დარტყმის ქვეშ (რატომ იქნება კონფრონტაცია რუსეთთან გენერალი არ აკონკრეტებს, რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული და არა პირიქით, ამ გენერლის ლოგიკით რუსეთის ნებართვის გარეშე არაფერი არ უნდა გავაკეთოთ თურმე).
გენერალი იმეორებს, ატლანტიკურ ალიანსში შესვლა საქართველოში გამოიწვევს მხოლოდ გაღატაკებას, ნგრევას და ქაოსს.
გენერლის აზრით მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსათვის ერთადერთი გამოსავალია გამოაცხადოს სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი (დამოუკიდებელი საქართველოს რსპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფო იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია წითელი რუსეთისათვის მოეხდინა საქართველოს ანექსია).
გენერალს მაგალითებად მოჰყავს მოლდოვა და შვეიცარია (მოლდოვას რუსეთის წყალობით გააჩნია სეპარატისტული ანკლავი დნესტრისპირეთის სახით, შვეიცარიის უსაფრთხოებას თუ რა უზრუნველჰყოფს ეს გენერალმა კაცმა წესით უნდა იცოდეს).


0
1221
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1221